სუპერლიგის მე-6 ტურის 16 ნოემბრის მატჩები დაძაბული შეხვედრით დასრულდა. “ცხუმ-აფხაზეთმა” და “მგზავრებმა” ერთმანეთს დიდი ჯახი გაუმართეს, რომელიც ზვიად ანთაძის გაწვრთნილ ცხუმელთა გამარჯვებით – 77:75 დასრულდა.
თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი “მგზავრები” 6 ქულით იგებდა და საბოლოო წარმატებამდე მცირედი აკლდა, რომელიც “ცხუმ-აფხაზეთის” მებრძოლმა კალათბურთელებმა არ დაანებეს. დეონტა ფრანკლინმა ორქულიანით და ვახტანგ გაფრინდაშვილმა ორქულიანს მოყოლილი ბონუს საჯარიმოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გაფრინდაშვილმა დამაწინაურებელი ბურთიც ჩააგდო – 72:71, რის შემდეგაც ცხუმელებმა ქებული დაცვით მეტოქის დაცვა ჩაშალეს და გაფრინდაშვილი ჯარიმით შეაჩერეს. ახალგაზრდა ცხუმელმა ორივე ჩააგდო, ანგარიში 75:72 გახადა და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა.
დარჩენილ წუთში “ცხუმ-აფხაზეთმა” ლიდერობა წარმატებით შეინარჩინა და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით – 77:75 გაიმაჯვა. ცხუმელებს 15 ქულითა და 5-5 მოხსნა-პასით დეონტა ფრანკლინმა ულიდერა. 17 ქულა და 5 პასი კვან უოლერმა მიითვალა, გიორგი კვეტენაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 21 ქულით, 11 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი, სოსო გოგნაძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-6 ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს კაკტუსი და ოლიმპი შეხვდებიან, ოლიმპიურ სასახლეში 17 ნოემბერს გაიმართება.
ცხუმ-აფხაზეთი – მგზავრები
სტატისტიკა: 77:75
ზიზუ ჯიქიას ფოტოები