სტუ-მ რუსთავს ოვერტაიმში სძლია

სტუ-მ რუსთავს ოვერტაიმში სძლია

 სუპერლიგის
მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი და
,,რუსთავი“ დაუპირისპირდნენ, ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
ქვემოქართლელებმა  შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყეს
და პირველ პერიოდში
ანგარიშით  – 21:11  დაწინაურდნენ.  რუსთავმა მეორე ათწუთეულიც აქტიურად ითამაშა და და
შეხვედრის პირველი ნახევარი 46:33 მოიგო.
მესამე მეოთხედის
დასრულებამდე 2 წუთით  ადრე ,,სტუდენტები” გაქტიურდნენ
და ანგარიშში სხვაობა  10 ქულამდე დავიდა –
46:56.

 აღნიშნული ათწუთეულის
დასრულებამდე 1:42 წამით ადრე ,,ტექნიკოსებმა” სხვაობა  7 ქულამდე შეამცირეს – 51:58 .  საბოლოოდ კი მატჩის მესამე მეოთხედი რუსთაველთა
სასარგებლოდ – 60:51 დასრულდა. 

დასკვნითი პერიოდის დასაწყისში  სტუ  გააქტიურდა  და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა – 57:60. მეოთხედის
შუაწელში კი ,,ტექნიკოსებმა“  შეძლეს მეტოქის
გასწრება და თამაშის მანძილზე პირველად გავიდნენ წინ – 61:60.

 ამის  შემდეგ სტუ-ს გუნდი  სულ სხვაგვარად ათამაშდა და მეტოქესთვის ქულის  გაკეთების საშუალება არ მიუცია. საინტერესოა, რომ
,,რუსთავმა“  დასკვნით მეოთხედში ქულის ჩაგდება
მხოლოდ თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოახერხა.  ამ სამქულიანის ავტორი კი ზურაბ თვარაძე გახლდათ, რომელმაც ბოლო მეოთხედში, როგორც
უკვე აღვნიშნეთ პირველი სამქულიანი მოუტანა რუსთავს – 68:63. 

 შეხვედრის ბოლო  1:14 წუთი კი 
ძალიან დაძაბული გამოდგა – სხვაობა 4 ქულას შეადგენდა –  73:69 სტუ-ს სასარგებლოდ.  28,2 წამით ადრე კი 2 ქულამდე შემცირდა – 74:72
.  ამ მომენტისთვის დაძაბულობამ  პიკს  მიაღწია,
განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სხვაობა მინიმუმამდე დავიდა   – 74:73.

  დარჩენილი
28, 2  წამის განმავლობაში ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდი 2 ქულით დაწინაურდა 75:73 , თუმცა  ამას
რუსთაველთა 2 ქულა მოჰყვა და შეხვედრის ძირითადი დროც დასრულდა   – 75:75. 

დამატებითი დრო გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა,
,,ოვერტაიმის” დასრულებამდე 1, 15 წმ ადრე სხვაობა მხოლოდ 4 ქულას შედგენდა. 

ძალიან  დრამატულ
მატჩში საბოლოოდ სტუმ- 4 ქულის სხვაობით დაამარცხა რუსთავის გუნდი, რომელიც მთელი თამასის
მანძილზე ახლოს იყო გამარჯვებასთან. 

  ,,სტუდენტთა“
შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ გიორგი ხანიაშვილი, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა, ხოლო
ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა შეასრულა: ზვიად ანთაძის ანგარიშზე 17 ქულა
და 13 მოხსნაა, ზურაბ მაჩალაძემ კი 16 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.

 რუსთაველთა
რიგებში რევაზ ჩაჩანიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა.