სუპერლიგის
მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი და
,,რუსთავი“ დაუპირისპირდნენ, ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
ქვემოქართლელებმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყეს
და პირველ პერიოდში
ანგარიშით – 21:11 დაწინაურდნენ. რუსთავმა მეორე ათწუთეულიც აქტიურად ითამაშა და და
შეხვედრის პირველი ნახევარი 46:33 მოიგო.
მესამე მეოთხედის
დასრულებამდე 2 წუთით ადრე ,,სტუდენტები” გაქტიურდნენ
და ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე დავიდა –
46:56.
აღნიშნული ათწუთეულის
დასრულებამდე 1:42 წამით ადრე ,,ტექნიკოსებმა” სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს – 51:58 . საბოლოოდ კი მატჩის მესამე მეოთხედი რუსთაველთა
სასარგებლოდ – 60:51 დასრულდა.
დასკვნითი პერიოდის დასაწყისში სტუ გააქტიურდა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა – 57:60. მეოთხედის
შუაწელში კი ,,ტექნიკოსებმა“ შეძლეს მეტოქის
გასწრება და თამაშის მანძილზე პირველად გავიდნენ წინ – 61:60.
ამის შემდეგ სტუ-ს გუნდი სულ სხვაგვარად ათამაშდა და მეტოქესთვის ქულის გაკეთების საშუალება არ მიუცია. საინტერესოა, რომ
,,რუსთავმა“ დასკვნით მეოთხედში ქულის ჩაგდება
მხოლოდ თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოახერხა. ამ სამქულიანის ავტორი კი ზურაბ თვარაძე გახლდათ, რომელმაც ბოლო მეოთხედში, როგორც
უკვე აღვნიშნეთ პირველი სამქულიანი მოუტანა რუსთავს – 68:63.
შეხვედრის ბოლო 1:14 წუთი კი
ძალიან დაძაბული გამოდგა – სხვაობა 4 ქულას შეადგენდა – 73:69 სტუ-ს სასარგებლოდ. 28,2 წამით ადრე კი 2 ქულამდე შემცირდა – 74:72
. ამ მომენტისთვის დაძაბულობამ პიკს მიაღწია,
განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სხვაობა მინიმუმამდე დავიდა – 74:73.
დარჩენილი
28, 2 წამის განმავლობაში ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდი 2 ქულით დაწინაურდა 75:73 , თუმცა ამას
რუსთაველთა 2 ქულა მოჰყვა და შეხვედრის ძირითადი დროც დასრულდა – 75:75.
დამატებითი დრო გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა,
,,ოვერტაიმის” დასრულებამდე 1, 15 წმ ადრე სხვაობა მხოლოდ 4 ქულას შედგენდა.
ძალიან დრამატულ
მატჩში საბოლოოდ სტუმ- 4 ქულის სხვაობით დაამარცხა რუსთავის გუნდი, რომელიც მთელი თამასის
მანძილზე ახლოს იყო გამარჯვებასთან.
,,სტუდენტთა“
შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ გიორგი ხანიაშვილი, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა, ხოლო
ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა შეასრულა: ზვიად ანთაძის ანგარიშზე 17 ქულა
და 13 მოხსნაა, ზურაბ მაჩალაძემ კი 16 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.
რუსთაველთა
რიგებში რევაზ ჩაჩანიძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა.