სუპერლიგის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩის ბედი დაძაბულ ფინალში, ბოლო წამზე გადაწყდა. “დელტა” თითქმის მთელი მატჩის მანილზე უგებდა “ოლიმპს”, თუმცა დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვება მოიპოვა – 66:64.
გამარჯვების ბურთი ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ “დელტას” რეზო როგავამ ჩაუგდო. თანაბარ ანგარიშზე “ოლიმპს” შესატევად 4 წამი ჰქონდა. გვერდითა ხაზიდან შემოტანილი ბურთი როგავამ მიიღო, “დელტას” დაცვა პერიმეტრზე გაჭრა და გამარჯვების ბურთი საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო.
არადა, “დელტას” თამაში თითქმის მოგებული ჰქონდა. მატჩის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ლაფანაშვილის გუნდი 6 ქულით – 62:57 იგებდა, თუმცა მწყობრი დაცვისა და სწრაფი, ზუსტი შეტევების ხარჯზე “ოლიმპმა” ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და მარკ ოგდენის საჯარიმოების შემდეგ 63:62 დაწინაურდა. ჯაკობოვის გუნდმა დაცვაშიც იყოჩაღა და დაცვაში ბურთი მოიპოვა, რეზო როგავამ კი საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და “ოლიმპი” 64:62 დააწინაურა.
“დელტამ” ბურთი სწრაფად შემოიტანა და მალკოლმ დრამრაითმა სოლო გარღვევით ანგარიში გაათანაბრა. აქ კი იმ ეპიზოდს მივადექით, როცა როგავამ 4 წამში გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ამ მოგებით ჯაკობოვის გუნდი სუპერლიგის ლიდერ “ქუთაისს” ცხრილში დაეწია.
ოლიმპელებს 18 ქულით ჩარლზ ბენეტმა ულიდერა. რევაზ როგავამ შეხვედრა 11 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, ნიკა დარბაიძემ კი გამარჯვებულებს 10 ქულა მიაშველა. “დელტში” 13 ქულით საუკეთესო იყო მალკოლმ დრიმრაითი. 12 ქულა და 10 მოხსნა გეგი ბაქრაძემ მოაგროვა.
დელტა – ოლიმპი
სტატისტიკა: 64:66