“მგზავრებმა” “ბათუმს” მოუგეს და მეოთხედფინალშიც შეუწყვილდნენ

“მგზავრებმა” “ბათუმს” მოუგეს და მეოთხედფინალშიც შეუწყვილდნენ

სუპელრიგის რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი 3 მატჩი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პირველი შეხვედრა დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს “მგზავრები” და “ბათუმი” შეხვდნენ. ამ მატჩის ინტრიგა ის გახლდათ, თუ რომელ ადგილზე გავიდოდა “ბათუმი” და შესაბამისად, ვის შეხვდებოდა პლეი ოფის პირველ წრეში – ანუ მეოთხედფინალში. 

“მგზავრების” გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში სწორედ “ბათუმს” შეხვდებოდა და ასეც მოხდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდა – 92:71. შესაბამისად, რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გასულ “მგზავრებს” მეოთხედფინალში მეშვიდეადგილოსანი “ბათუმი” ერგო. 

“მგზავრებს” 20 ქულითა და 15 მოხსნით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 23 ქულა დააგროვა ადრიან ბოუიმ, ხოლო პრინს უილიამსის ანგარიშზე 22 ქულა დაგროვდა. “მგზავრების” ერთ-ერთმა ლეგიონერმა, ჯეიკობ არმსტრონგმა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ის პირდაპირ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რათა დადგინდეს, რამდენად მძიმეა დაშავების ხარისხი. 

მგზავრები – ბათუმი
სტატისტიკა: 92:71