არმიამ სეზონი გამარჯვებით გახსნა

არმიამ სეზონი გამარჯვებით გახსნა

დასრულდა სუპერლიგის მეორე ტურის მატჩი ,,არმიასა” და
,,დინამოს” შორის, რომელიც დღეს თბილისის სპორტის სასახლეში 14 საათზე გაიმართა.არმიელებმა
თავიდანვე მოიპოვეს  უპარატესობა და

პირველი
პერიოდი 10-ქულიანი სხვაობით ჩაამთავრეს – 24:14.

მეორე პერიოდის შუაწელში არმიელთა სასარგებლოდ კვლავ
10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 29:19.  აღნიშნული
პერიოდის დარჩენილი დროც ,,ძალოვანთა” უპირატესობით წარიმართა და შეხვედრის პირველი
ნახევარი მათივე სასარგებლოდ, ანგარიშით 43:24 დასრულდა.

 მესამე პერიოდის
მიწურულს, მეოთხედის 1.19 წუთით ადრე დასრულებამდე ქულათა სხვაობამ 34-ს უწია –
65:31, მეოთხედი კი 72:36 დასრულდა.  ამ პერიოდში
არმიელებმა მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვეს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ არმიელთა
ახალწვეული ლეგიონერები: იოაკიმ შელბონის ანგარიშზე 16 ქულაა, უილიამ ტომასისა და გილერმო
დიასმა კი 14-14 ქულა მიითვალეს. ამ უკანსაკნელმა 
9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

,,არმიამ” შეხვედრა დიდი სხვაობით, 90:53 მოიგო და ამ
სეზონში პირველი გამარჯვება მიითვალა.

 რაც შეეხება
,,დინამოს”, მის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ დუდა სანაძე, რომელემაც 19 ქულა
მოაგროვა.

 აქვე შეგახსენებთ,
რომ დღის პირველ შეხვედრაში ,,სოხუმმა“ თსსუ-ს 88:70 სძლია, ტურის დასკვნით შეხვედრაში
კი, 16 საათზე ერთმანეთს  შსს-სა და სტუ-ს გუნდები
გაეჯიბრებიან.