დასრულდა სუპერლიგის მეორე ტურის მატჩი ,,არმიასა” და
,,დინამოს” შორის, რომელიც დღეს თბილისის სპორტის სასახლეში 14 საათზე გაიმართა.არმიელებმა
თავიდანვე მოიპოვეს უპარატესობა და
პირველი
პერიოდი 10-ქულიანი სხვაობით ჩაამთავრეს – 24:14.
მეორე პერიოდის შუაწელში არმიელთა სასარგებლოდ კვლავ
10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 29:19. აღნიშნული
პერიოდის დარჩენილი დროც ,,ძალოვანთა” უპირატესობით წარიმართა და შეხვედრის პირველი
ნახევარი მათივე სასარგებლოდ, ანგარიშით 43:24 დასრულდა.
მესამე პერიოდის
მიწურულს, მეოთხედის 1.19 წუთით ადრე დასრულებამდე ქულათა სხვაობამ 34-ს უწია –
65:31, მეოთხედი კი 72:36 დასრულდა. ამ პერიოდში
არმიელებმა მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვეს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ არმიელთა
ახალწვეული ლეგიონერები: იოაკიმ შელბონის ანგარიშზე 16 ქულაა, უილიამ ტომასისა და გილერმო
დიასმა კი 14-14 ქულა მიითვალეს. ამ უკანსაკნელმა
9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
,,არმიამ” შეხვედრა დიდი სხვაობით, 90:53 მოიგო და ამ
სეზონში პირველი გამარჯვება მიითვალა.
რაც შეეხება
,,დინამოს”, მის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ დუდა სანაძე, რომელემაც 19 ქულა
მოაგროვა.
აქვე შეგახსენებთ,
რომ დღის პირველ შეხვედრაში ,,სოხუმმა“ თსსუ-ს 88:70 სძლია, ტურის დასკვნით შეხვედრაში
კი, 16 საათზე ერთმანეთს შსს-სა და სტუ-ს გუნდები
გაეჯიბრებიან.