დღეს თელავში “ა” ლიგის მატჩი გაიმართა. “ბურჯმა” “ზესტაფონს” უმასპინძლა და ბრძლაში – 80:87 (სტატისტიკა) დამარცხდა. “ა” ლიგის გათამაშებაში 6 გუნდი გამოდის, რომლებიც პლეი ოფში გამსვლელი 4 ადგილისთვის იბრძვიან და აქედან გამომდინარე, აღნიშნულ მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვებული გუნდი ცხრილში ძვირფას ქულებს შეიმატებდა და საპლეიოფო ოთხეულში მოსახვედრად უკეთეს პოზიციაზე გადაინაცვლებდა.
ეს უპირატესობა ერგოთ ზესტაფონელებს, რომლებმაც 5 ქულით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მცირე უპირატესობებით მოგებული მესამე და მეოთხე პერიოდების შემდეგ 7-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს. ამ გამარჯვებამ იმერულ კლუბს ცხრილში მეორე ადგილი მოუტანა, თელაველებმა კი მესამე მარცხი განიცადეს და “ორბთან” ერთად მიმდინარე ტურნირში ყველაზე მეტი – 3 წაგება აქვთ.
გამარჯვებულებს 27 ქულითა და 5-5 მოხსნა-პასით დონიელ სეგერსმა ულიდერა. 17 ქულა და 8 მოხსნა ოთარ ბულიავამ მიითვალა, ვიტაუტას კამარუნასის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “ბურჯში” 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჰავიერ ნიუსონი, ყველაზე შედეგიანი კი მაურას ხუანი გახლდათ 15 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასით.
“ა” ლიგის მორიგი ტურის მატჩები 15 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.