“ა” ლიგის მე-6 ტურის მატჩები 28 თებერვალს და 1 მარტს გაიმართა. ზამთრის ბოლო დღეს “წყალტუბომ” “არენას” უმასპინძლა და უშანსოდ – 57:89 დამარცხდა.
გამარჯვებულთაგან 5-მა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი, რომელთაგან საუკეთესო შედეგი ევან კელიმ დააფიქსირა – 20 ქულა, 10 მოხსნა. 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა არმანი ფლანინგანმა. წყალტუბოელებს ამერიკელმა კორი კოქსმა 18 ქულით ულიდერა.
“არენა” მოგებებით დაეწია “ა” ლიგის ლიდერ “ტიტებს”, რომელიც ამ ტურში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ხვდებოდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ გუნდს მოგება ლიდერობას შეუნარჩუნებდა, თუმცა “ტიტებმა” 18-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და დაძაბულ, 2 ოვერტაიმიან ბრძოლაში 109:111 დამარცხდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა სამაგალითოდ იბრძოლა და დამსახურებულად გაიმარჯვა. კსუ-ს ამერიკელმა რაიან აარონმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა. 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა მაიკლ თორნმა, ხოლო ვასო კუტალაძის ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ტიტებში” 25 ქულა და 19 მოხსნა მოუგროვდა ჯონ ბრიტონს, კაჰიმ რენსომის ანგარიშზე კი 24 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა.
დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა კიდევ ერთმა ფავორიტმა “თსუ-ჰიუნდაიმ”, რომელმაც “თბილისს” 95:77 მოუგო. თსუ-ელებს სერბმა, სტოიან კნეჟევიჩმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა. ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა გიორგი კორსანტიამ, ხოლო თბილისელებში 19 ქულით საუკეთესო იყო ვასილ ბერუაშვილი.
მე-6 ტურის შემდეგ “ა” ლიგას 4 მოგებითა და 2 მარცხით 3 გუნდი ლიდერობა – “ტიტები”, “თსუ-ჰიუნდაი” და “არენა”. შემდეგი ტურის მატჩები 7 მარტს, თბილისში გაიმართება.
“ა” ლიგის შედეგები და სტატისტიკა: http://superleague.ge/league/a-league/schedule#mbt:275-303$t&0=1