ლისის ტბაზე დაწყებულმა 3×3 საკალათბურთო ფესტივალმა Tbilisi Fall 2020 ოლიმპიურ სასახლეში ჩამოინაცვლა. აღნიშნულმა დარბაზმა დღეს 18-წლამდელთა შეჯიბრებას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო.
გუნდები პირველ ეტაპზე ჯგუფებში განაწილდნენ, საუკეთესოებმა კი გამარჯვებულის გამოსავლენად ბრძოლა პლეი ოფიდან განაგრძეს. ფინალურ მატჩში ერთმანეთს Dream Team და “შავი ჟიგულები” დაუპირისპირდნენ. გამარჯვება Dream Team-ს დარჩა, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველი ასაკობრივი ტურნირის ჩემპიონი გახდა.
გამარჯვებულები თასითა და 500-ლარიანი ვაუჩერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. მეორეადგილოსან კალათბურთელებს კი 300 ლარი ერგოთ.
Tbilisi Fall-ის მორიგი, ფიბა-ს კალენდრით გათვალისწინებული ტურნირი ოლიმპიურ სასახლეში 23 ოქტომბერს გაიმართება.
