LIVE! სუპერლიგის 2016-17 წლების გათამაშება ფინალურ სერიამდეა
მისული და მალე საქართველოს ჩემპიონოს ვინაობას შევიტყობთ. გადამწყვეტ სერიაში ერთმანეთს
თბილისის „დინამო“ და „ქუთაისი2010“ ხვდებიან. გასული წლის ჩემპიონი ქუთაისელები ტიტულს
მიმდინარე სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „დინამოსგან“ იცავენ.
სერიის საწყისი 2 შეხვედრა თბილისში – 22 და 23 მაისს
გაიმართა და ორივე „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებმა იმერული კლუბი პირველ მატჩში 81:74 დაამარცხეს, მეორეში კი უფრო
დამაჯერებლად – 88:65 იმარჯვეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.
ქუთაისის სპორტის სასახლეში 26 მაისს
სერიის მესამე შეხვედრა გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, „დინამო“ საქართველოს
ჩემპიონობას მეოთხედ მოიპოვებს. მასპინძელთა გამარჯვების შემთხვევაში, სერიის მე-4
მატჩი დაინიშნება, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლეში 27 მაისს ჩატარდება.
ქუთაისის სპორტის სასახლეში ფინალური
სერიის შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია ტელეკომპანია
„რიონის“ ეთერით გადაიცემა.