ჟურნალისტების საყურადღებოდ

ჟურნალისტების საყურადღებოდ

ხვალ, 8 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება რეგიონების მწვრთნელთა გადამზადების პროგრამას. აღნიშნული პროგრამა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერ ხორციელდება.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში ხვალ, 8 აპრილს, 14:00 საათზე.