ხვალ, 27 ივნისს, 17:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება JR.NBA-GBF ლიგის ფინალი. მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი. ფინალურ მატჩს დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ნბა-ს ხელმძღვანელები, ნბა-ს მოთამაშე მარკო მილიჩი, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დაჯილდოვების ცერემონიალში. აგრეთვე საქართველოში პირველად წარსდგებიან შოუ-ბატუტის ცნობილი შემსრულებლები – “Dunkin Devils”
..
„JR.NBA – GBF ლიგის“ მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები. „JR.NBA – GBF ლიგაში” მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტმა მოზარდი ჩაერთო, რაც ხელს უწყობს კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტული ცხოვრების დანერგვას ბავშვებში.