ვიტორია-გასტიესში გამართულ ბასკონიას კემპში მონაწილეობა 16-მა ქართველმა მიიღო

ვიტორია-გასტიესში გამართულ ბასკონიას კემპში მონაწილეობა 16-მა ქართველმა მიიღო

VIDEOესპანეთში დასრულდა ევროპის ერთ-ერთი წამყვან კლუბ
„ბასკონიას“ წინასასეზონო კემპი, რომლის მიზანიც პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელების
შერჩევა იყო. ქალაქ ვიტორია-გასტიესში თავი მოიყარეს იმ წარმატებულმა მოზარდებმა, რომლებმაც
თბილისში, ბასკონიელთა შესარჩევ კემპზე თავი გამოიჩინეს.
ბასკონიელთა კემპი თბილისში 18-21 ივლისს ჩატარდა და
2001-2006 წლებში დაბადებული დაახლოებით 70 მონაწილიდან 16 პერსპექტიული ახალგაზრდა
შეირჩა:  გიორგი ბიჭიაშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, დაჩი ქავთარაძე, გიგი
ტაბაღუა, მათე კაპანაძე, დათა გოგაძე, რომა ჭინჭარაული, ირაკლი კილაძე, ლუკა ხუციშვილი,
გიორგი მოსიაშვილი, საბა მურღულია, ნუგზარ ბოჭორიშვილი, ლუკა დოლიძე, ლუკა ლიკლიკაძე,
გიორგი ოჩხიკიძე და სანდრო კასაბური. 
ამ პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა
29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ ვიტორია-გასტიესში მონაწილეობა მიიღეს „ბასკონიას“
გენერალურ კემპში, სადაც ესპანელი სპეციალისტების მეთვალყურეობით ვარჯიშობდნენ. ქართველმა
მოზარდებმა წარმატებით ჩაატარეს ვარჯიშები და უცხოელი სპეციალისტების მოწონებაც დაიმსახურეს.
პროექტის პირობების თანახმად მოხდება წარმატებული ქართველი მოთამაშეების შერჩევა, რომლებიც
ვარჯიშს ესპანეთში გააგრძელებენ.
ქართველ მოთამაშეებს ესპანეთში
თან ახლდა ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, თემურ კანკია, რომელმაც ბასკონიელ სპეციალისტებთან
მუშაობით სოლიდური გამოცდილება შეიძინა. თემურ კანკიამ ესპანური კემპის შესახებ შემდეგი
კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ნაყოფიერი და
საინტერესო საწვრთნელი შეკრება გამოვიდა. ახალგაზრდა ქართველმა მოთამაშეებმა „ბასკონიის“
ბაზაზე კლუბის წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით ივარჯიშეს.
გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო. ყოველ დღე ორჯერ, ხოლო მესამე დღეს თითო ვარჯიში ტარდებოდა.
ბიჭები კმაყოფილები არიან. მათ მიეცათ შანსი, უშუალოდ გაცნობოდნენ ევროპის წამყვანი
კლუბის მუშაობის სპეციფიკას და ცნობილი სპეციალისტების ვარჯიშებში მიეღოთ მონაწილეობა.
ეს მათ აუცილებლად წაადგებათ, რათა სწორედ განვითრდნენ და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ
მოთამაშეებად.

ამასთან ერთად, მეც უდიდესი
გამოცდილება მივიღე „ბასკონიის“ მწვრთნელებთან მუშაობით, რაც საქართველოში მუშაობისას
დიდად დამეხმარება. კემპი დასრულდა და ბასკონიელი მწვრთნელები სავარაუდოდ მალე დაასახელებენ
იმ მოთამაშეებს, რომლებშიც გამორჩული პერსპექტივა დაინახეს და რომლებსაც სავარჯიშოდ
ესპანეთში წაიყვანენ“.