ვახტანგ ქადარია Red Bull King of The Rock-ის მსლოფლიო რვაეულში გავიდა

ვახტანგ ქადარია Red Bull King of The Rock-ის მსლოფლიო რვაეულში გავიდა

Red Bull King of The Rock-ის მსოლიო ფინალურ ტურნირში საქართველოს
წარმომადგენელი საუკეთესო 8 მონაწილეს შორის მოხვდა.

 ვახტანგ ქადარიამ სან
ფრანცისკოს ცნობილი ციხე „ალკატრასის“ ტერიტორიაზე გამართულ ფინალურ ტურნირში 4
წრე დასძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესპანელს ოპონენტ სერზიო დე ლა
ფუენტესთან ბოლო წამებზე – 10:12 დამარცხდა.

 ვახტანგ ქადარიამ „ალკატრასის“ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება 22
ივნისს, ახალციხეში, რაბათის ციხეში გამართულ საქართველოს Red Bull King of The
Rock-ის ფინალური ტურნირის მოგებით მიიღო. ქადარიას ამერიკაში ახლავს ვეტერანი
კალათბურთელი ბექა გოლეთიანი, რომელიც Red Bull-ის კავკასიის ოფისის სპორტ და
ივენთ მენეჯერია და მისი ორგანიზებით მოეწყო Red Bull King of The Rock-ის
ტურნირები საქართველოსა და აზერბაიჯანში.

 64 მონაწილედან 46 ამერიკელი, 18 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. ესენია: საქართველო, აზერბაიჯანი, ავსტრია, ბახრეინი, ბრაზილია, ჩეხეთი, ჰონკონგი, იტალია, იაპონია, იორდანია, კუვეიტი, ლიბანი, ესპანეთი, რუსეთი, სერბეთი, ტაივანი, ტუნისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები,
 

სერხიო დე ლა ფუენტე, რომელმაც მეოთხედფინალიდან
ქადარია გამოთიშა, ფინალში გავიდა და იქ ამერიკელ ტერონ უილიამსთან 0:6 დამარცხდა.
გამარჯვებული ნბა-ს  ვარსკვლავმა, ბლეიკ
გრიფინმა დააჯილდოვა.

ვახტან ქადარიამ ესპანელთან შეხვედრამდე შემდეგი
მეტოქეები დაამარცხა:

1 რაუნდი: შეხვდა Julian
Conyers (აშშ) და მოიგო ანგარიშით 14-8

2 რაუნდი: შეხვდა Jerome
Smith Jr. (აშშ) და მოიგო მშრალი ანგარიშით 11:0

3 რაუნდი (მერვედფინალი): შეხვდა Chad Johnson (აშშ) და მოიგო ანგარიშით 12-10
(დამატებით დროში)

4 რაუნდი (ნახევარფინალი) შეხვდა Sergio de la Fuente (ესპანეთი) და წააგო ანგარიშით 12:10