ტურის ბოლო შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ტურის ბოლო შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სუპერლიგის მე-12 ტური დასასრულს მიუახლოვდა. დღის ბოლო შეხვედრაში ,,ოლიმპი” ,,შსს აკადემიას” მასპინძლობს. გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელების მიერ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებს.

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): 3 კვირის შემდეგ მოგვიწია თამაში. ალბათ ფორმიდან ამოვარდნილებიც ვიქნებით. თან. დღეს ჩემპიონატის, ჩემი აზრით, უპირველეს ფავორიტს ვეთამაშებით. საინტერესო იქნება ახალგაზრდა მოთამაშეების დაპირისპირება ნაკრების გამოცდილ წევრებთან. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ”შსს აკადემიაა”, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს შანსებს. 

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): სასიხარულოა, რომ განახლდა სუპერლიგა. ,,ოლიმპი” სერიოზული გუნდია, ძალიან კარგი მწვრთნელებით და მოთამაშეებით დაკომპლექტებული. ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძივს, ველოდებით საინტერესო და დაძაბულ თამაშს. ,,ოლიმპი” გაძლიერებული შემადგენლობითაა და ასეთ ,,ოლიმპთან” ჯერ არ გვითამაშია, ამიტომ შედარებით უცნობი მეტოქეა დღევანდელი ”ოლიმპი”. ჩვენთვის ყველა თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ გამოგვიჩნდა შანსი რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ასე რომ, ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ.