ტური დინამოს იოლი გამარჯვებით დასრულდა

ტური დინამოს იოლი გამარჯვებით დასრულდა

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის მე-15
ტური „დინამოსა“ და „ოლიმპის“ მატჩით დასრულდა. დღის ბოლო შეხვედრაში ჩემპიონატის დაუმარცხებელმა
გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერს უმასპინძლა და ისე იმარჯვა, პრობლემა არ შექმნია.

მატჩის ბედი ფაქტობრივად
პირველ ნახევარში გადაწყდა, რომელიც დინამოელთა სასარგებლოდ – 51:24 დასრულდა. ირაკლი
ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, რაც
შედეგზე მკაფიოდ აისახა.

როცა მეოთხე პერიოდში
დინამოელთა უპირატესობამ 29 ქულას მიაღწია, „ოლიმპმს“ იმედი გადაეწურა და თამაშში სათადარიგოები
ჩაერთვნენ. საბოლოოდ „დინამომ“ 82:64 იმარჯვა და სუპერლიგის ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

გამარჯვებულთაგან
21 ქულით ბომბარდირი გახდა ნოდარ გოგოძე. 15 ქულა მიითვალა ილია ლონდარიძემ. 13 ქულა
მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. „ოლიმპში“ 14 ქულით საუკეთესო იყო უოლტერ პიჩფორდი.
12 ქულა ახალწვეულმა ნიკოლას შლიტცერმა მიითვალა, ტრე ბურნეთის ანგარიშზე კი ორმაგი
დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მთავარი მწვრთნელი):

„პირველ რიგში
ის იყო მნიშვნელოვანი, რომ თითქმის 1 თვე უთამაშებლები ვიყავით და ამის გამო „ოლიმპთან“
მატჩს ფრთხილად ვუდგებოდით. საბედნიეროდ, გუნდი აღმოჩნდა ისეთ ფორმაში, როგორც მეორე
წრის ბოლოს ვიყავით. მეორე ტაიმში მხირე პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ ეს არაა საგანგაშო.
მუშაობას ვაგრძელებთ, წინ გრძელი სეზონია“.
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): 
22 რიცხვიდან მოყოლებული ბევრი მოთამაშე ავადმყოფობდა. ვარჯიშებზეც მხოლოდ 3×3 ფორმატში ვახერხებდით რომ ჩაგვეტარებინა. გვაკლდა რამოდენიმე საყრდენი მოთამაშე და ამ დანაკლისის გამო ვერ განვახორციელეთ ის, რაც გვქონდა მიზნად დასახული. დღევანდელ თამაშში რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ველოდებით მოთამაშეთა გამოჯანმრთელებას.