საქართველოს თასის ნახევარფინალური სერიების შემდეგ სუპერლიგა გუშინ ბათუმში განახლდა, დღეს კი მე-2 წრის მე-5 ტურის დარჩენი 3 შეხვედრას სპორკომპლექსი ”არენა” მასპინძლობს.
ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ”დინამო” და ”ქუთაისი” დაუპირისპირდებიან. გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელების მიერ გაკეთებულ წინასამატჩო კომენტარებს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): რთულია 2 კვირაში ზედიზედ 3-ჯერ შეხვდე ერთი და იმავე გუნდს, მითუმეტეს, რომ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. ორი თამაში მოგებული გვაქვს, თუმცა თასის თამაშები სხვაა, რეგულარული ჩემპიონატი კი სხვა. ამიტომ ველოდებით რთულ თამაშს. დანარჩენს უშუალოდ შეხვედრა გვიჩვენებს.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის” მწვრთნელი): მაქსიმალურად შევეცადეთ ამ მოკლე დროში გამოგვესწორებინა ის ხარვეზები, რომლებიც ბოლო 2 თამაშში გვქონდა. ამ თამაშს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, აქ უკვე პრესტიჟზეა საუბარი, ამიტომ მთელი ჩვენი გუნდი შევეცდებით კარგად ჩავატაროთ შეხვედრა. თუმცა, ყველაფერი მოსალოდნელია. ანალოგიურად მონდომებულია ”დინამოც”, ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. მთავარია პირველ შეტევაში გავუწიოთ მეტოქეს წინააღმდეგობა, რადგან წინა მატჩებში ამ კომპონენტში უპირატესობა ჰქონდათ, ალბათ ცოტა მეტი იღბალი დაგვჭირდება გარედან ბურთის სროლებშიც.