jrnbaleague.geდასრულდა Junior NBA-GBF ლიგის კიდევ ერთი – ცენტრალური დივიზიონი, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. სწორედ ამ დივიზიონის გამარჯვებულმა „ზაზა 1“-მა, რომელიც „ჩიკაგო ბულსის“ სახელით ასპარეზობს, მოიგო სრულიად კონფერენცია.
ჩიკაგოელებმა 8-დან ყველა შეხვედრა მოიგეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. მეორე ადგილზე 6 მოგებითა და 2 მარცხით მასპინძელთა პირველი გუნდი გავიდა, რომელიც „დეტროიტ პისტონსის“ სახელით გამოდის.
მესამე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა „ოვერტაიმმა“, რომელიც Junior NBA-GBF ლიგაში „მილუოკი ბაქსია“. 8-დან მხოლოდ 2 მოგება მოიპოვა და მე-4 ადგილს დასჯერდა ნამდვილი ნბა-ს წლევანდელი ფინალისტი, რუსთაველთა მეორე გუნდი „კლივლენდ კავალერსი“. მოგება ვერ მოიპოვა და დივიზიონის უკანასკნელ საფეხურზე დარჩა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი – „ინდიანა პეიზერსი“.
Junior NBA-GBF ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთისა (თელავი) და ჩრდილო-დასავლეთის (გორი/კასპი) დივიზიონების რამდენიმე თამაში, რის შემდეგაც პლეი ოფში გასული ის 16 გუნდი დაკომპლექტდება, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.