თსუ-მ სერია გაათანაბრა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მორიგი მატჩი თსუ-სა და ,,ქუთაისს” შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე 86:79 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

თსუ-მ  მატჩი თავიდანვე  ჩინებულად დაიწყო და საწყის ათწუთეულში დიდი სხვაობით დაწინაურდა  – 31:6. მეორე მეოთხედში ქუთაისელთა აქტიურობის მიუხედავად ,,სტუდენტებმა” შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ტაიმში 46:22 იმარჯვეს. ქუთაისის გუნდიმესამე მეოთხედშიც გაისარჯა,  თუმცა მეტოქეს მაინც ვერ დაეწია და პერიოდში 42:61 ჩამორჩა. დასკვნით მეოთხედში თსუ-მ
ძალიან
მობილიზებულად იასპარეზა და  სერიის განმეორებითი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 29 ქულით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა, ხოლო ,,ქუთაისის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 19 ქულა რიჩარდ მათიაშვილმა დააგროვა, რომელმაც 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი  დუბლის ავტორი გახდა. მათიაშვილს მხარი აუბა ,,ქუთაისის”  ახალწვეულმა, სერბმა ლეგიონერმა დარკო კოჰადარევიჩმა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 10 მოხსნაა. 

მატჩისშემდგომ  გამართულ პრესკონფერენციაზე თსუ-სა და ქუთაისის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

 ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): მივულოცავ თსუ-ს გუნდს ამ წარმატებას. სერიის პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც ქუთაისში გავმართეთ, გარკვეული ანალიზი გავაკეთეთ. წინა კომენტარებში აღვნიშნე, რომ ქუთაისში ჩვენი შანსები 80/20-ზე იყო,, ხოლო თბილისში – 50/50-ზე. დღეს ფორტუნა ჩვენს მხარზე იყო და გავიმარჯვეთ. მოხარული ვარ, რომ  ქართული რესურსებით თითქმის ყველა გუნდს ვძლიეთ. ,,ოლიმპთან” ერთი  ქულა წავაგეთ, ხოლო ,,არმიათან” – ორი. ,,ქუთაისი” ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც რომელმაც ყველა მატჩში გვაჯობა და სასიხარულოა, რომ მისი დამარცხება შევძელით. დღეს არ უთამაშიათ გივი ბაქრაძესა და ვასილ ბერუაშვილს – ბაქრაძე მერიკის კოლეჯში სწავლობს, თუმცა გამოცდებს ერევანში აბარებს და იქ გაემგზავრა, ხოლო. ბერუაშვილს ფეხის ტრავმა აწუხებს და საოპერაციოა. 

 რაც შეეხება, პლეიოფის წინ ლეგიონერთა დამატებას, მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია. გუნდი, რომელიც მთელი სეზონის მანძლიზე ვარჯიშობს და თავდაუზოგავად შრომობს, მარცხდება კლუბთან, რომელიც პლეიოფების წინ ძალიან ძლიერ ლეგიონერებს იმატებს. ჩემის აზრით, ეს ფაქტი ძალიან არასამართლიანია.

დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): ჩვენს მიერ ნათამაშები პირველი ათწუეთეული ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი საშინელი მეოთხედი ჩვენს გუნდს არასდროს ჰქონია. ეს ალბათ გარკვეულწილად მოდუნების ბრალია. წინა თამაშის შემდეგ გუნდი მოდუნდა, რასაც მთლიანად ჩემს თავზე ვიღებს და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ათწუთეულებში კარგად ვიასპარეზეთ, გადამწყვეტი პირველი მეოთხედი  გამოდგა და ჩვენი მარცხიც ამან განაპირობა. ვეცდებით შემდეგ მატჩში გავიმარჯვოთ და ნახევარფინალური მატჩებისთვის შესაფერისად მოვემზადოთ. რაც შეეხება ახალ ლეგიონერს, მისით კმაყოფილი ვარ, თუმცა მისგან უფრო მეტს ველოდები.

 პლეიოფის წინ მოთამაშეების დამატებასთან დაკავშირებით კი ჩემი აზრი ასეთია: . სეზონის წინ ყველა გუნდი ეცნობა დებულებას და თუ რაიმე კონკრეტული პრეტენზია აქვთ შეუძლიათ ფედერაციას
მიმართონ
. მე პირადად, მივესალმები ლეგიონერთა მომრავლებას და ვთვლი რომ უცხოელი კალათბურთელები ხელს უწყობენ სუპერლიგის დონის ამაღლებას. მიმაჩნია, რომ მათი  ასპარეზობა ჩემპიონატში აუცილებელია.

მიხეილ ჩიტაშვილი: დაძაბული თამაში გამოვიდა. ანალოგური სიტუაცია შეიქმნა ქუთაისში, სადაც პირველ მეოთხედი 10 ქულა დავთმეთ, ხოლო ქუთაისმა  მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. თბილისში კი თავიდანვე ჩვენ დავწინაურდით და თამაში გამარჯვებამდე  მივიყვანეთ.. 

რევაზ დიდია: მეტოქე თავიდანვე გავიდა წინ და მატჩის ბოლომდე კარგად იასპარეზა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს გავხდით. ჩვენს გუნდს უფრო ყურადღებით უნდა დაეწყო თამაში.