თსუ-მ ბათუმს სძლია

თსუ-მ ბათუმს სძლია

ბათუმში დასრულდა
სუპერლიგის მეორე ტურის მატჩი, ადგილბრივ  რსუ-ბათუმსა
და თსუ-ს შორის,  სადაც თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა  77:68 იმარჯვა.

მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა
და მათივე გამარჯვებით ანგარიშით 46:34 დასრულდა. თუმცა მესამე მეოთხედში ზღვისპირელებმა
მოახერხეს მობილიზება, პერიოდში 29:10 იმარჯვეს და  წინ გაიჭრნენ – 63:56. მეოთხე მეოთხედში კი ისევ
სტუმრებმა იძალეს, ბოლო მეოთხედი დიდი სხვაობით, 
21:5  მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრა მოგებით
დაასრულეს – 77:68.

 ბათუმელთაგან 20-20 ქულა ირაკლი მიქელაძისა და ლაშა
კეშელავას ანგარიშზეა, ხოლო ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
თსუ-ს რიგებში საუკეთესო იყო მიხეილ ფანჩულიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ, რომ
ბათუმი-თსუ-ს მატჩამდე რუსთავში სუპერლიგის ამავე ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება შედგა,
სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა”  ,,ქუთაისს”
უმასპინძლა, თუმცა მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდა.

ქუთაისელებმა პირველ
ათწუთეულშივე მოიპოვეს 22 ქულიანი უპირატესობა (34:12), რუსთავის გუნდი დიდი ანგარიშით,  98:61 დაამარცხეს და  ამ სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება გაიფორმეს.

 გამარჯვებულთაგან საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი იყო,
რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო რუსთავის რიგებში 23 ქულითა და 9 მოხსნით
ლევან ხმელიძე გამოირჩა. 

 სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ
თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელიც სტარტს 12 საათიდან აიღებს. დღის პირველ
მატჩში ერთმანეთს სოხუმისა და სამედიცინოს გუნდები შეხვდებიან, 14:00 საათზე  ,,არმია” ,,დინამოს”, ხოლო 16:00 საათზე,  ტურის დასკვნით მატჩში,  შსს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.