თსუ-ის გამარჯვება “ვერასთან”

თსუ-ის გამარჯვება “ვერასთან”

გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-6 ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დღის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისური გუნდები – “ვერა” და “თსუ” დაუპირისპირდნენ.  დაძაბული თამაშის გამარჯვებული შეხვედრის ბოლოს გამოვლინდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი მეორე პერიოდი იყო, რომელიც თსუ-მ 14 ქულიანი სხვაობით 14:28 მოიგო. საბოლოოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ანგარიშით 96:86 დაამარცხა სუპერლიგის დებიუტანტი “ვერა”. 

ვერელები ყველანაირად ცდილობდნენ მეტოქესთან მიახლოებას და მეოთხე პერიოდში 6 ქულიანი სხვაობაც დააფიქსირეს, თუმცა თსუ-მ საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა. 

თსუ-ს 23 ქულით რიკი მედისონმა ულიდერა, 20-20 ქულა კი გიორგი კორსანტიას და ჯორჯე მილოსავლევიჩის ანგარიშზე დაგროვა.  ვერას გუნდში 18 ქულით ვენდელ ლუისი გამოირჩა, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩა ბრენდონ სლაი- 17 ქულა.  

ამ წუთებში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ტიტებისა” და “ბათუმის” დაპირიპირება მიმდინარეობს –  fibalivestats.com.