თსსუ-მ არმია ვერ შეაჩერა

თსსუ-მ არმია ვერ შეაჩერა

   სუპერლიგის 
მე-6  ტურის ცენტრალურ  მატჩში ერთმანეთს ,,არმია” – თსსუ დაუპირისპირდნენ.
მატჩი სანტერესოდ დაიწყო და  შეხვედრის პირველი
მეოთხედი  გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა,  თუმცა პერიოდის დასასრულს არმიელებმა იძალეს და 31:25 გავიდნენ წინ.

  მეორე მეოთხედში ,,ძალოვნებმა” იაქტიურეს და  პერიოდის მე-4 წუთზე 9 ქულითა დაწინაურდნენ. თუმცა ამ
დროს ,,მედიკოსმა” გრიგოლ შვანგირაძემ ზედიზედ
ორი 3-ქულიანი მოათავსა არმიელთა კალათში და
სხვაობა 3-ქულამდე შეამცირა. პერიოდის დასრულებამდე
1:50 წუთით ადრე კი ანგარიშში სხვაობა  კვლავაც
3-ქულას  შეადგენდა – 44:41 დაფიქსირდა, ხოლო
1:31 წუთით ადრე კი 2 ქულა – 45:43.

 ამასობაში მეორე
მეოთხედის დარჩენილი დროც ამოიწურა  და სხვაობა
მინიმუმადე დავიდა,თუმცა უკვე  სამედიცინოს
სასარგებლოდ. მედიკოსები წინ  ერთი ქულით გავიდნენ  და შეხვედრის  პირველი ნახევარი 1-ქულიანი უპირატესობით
დაასრულეს – 48:47.

  მესამე 
პერიოდში თამაში სულ სხვაგვარად შემოატრიალდა,  აღნიშნულ მეოთხედში არმიელები იმდენად  გააქტიურდნენ, 
რომ მედიკოსებმა მათი შეჩერება ვეღარ მოახერხეს – 75:62.  ამავე ანგარიშით დასრულდა მესამე პერიოდი.

ბოლო დასკვნით  მეოთხედში  არმიელებმა მეტოქეს  არც დაწევის საშუალება მისცეს და არც თამაშში გარადტეხის
შეტანის. დასაწყისისთვის 81:68 დააფქსირეს  თავიაანთ სასარგებლოდ, დასკვით მეოთხედში მეტოქეს   შანსი არ დაუტოვეს  და  99:85
იმარჯვეს.

 მოგებულებს
20 ქულით ჯერემი რიჩარდსონმა ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი უილიამ ტომასმა  შეასრულა, რომელმაც 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

 თსსუ-ს შემადგენლობაში
საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა  მოუტანა.