თბილისის მერიის თასი 11 და 13 აგვისტოს გაიმართება

თბილისის მერიის თასი 11 და 13 აგვისტოს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 და
13 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიის თასზე, რომელიც სპორტის
სასახლეში (კოსტავას ქ.75) გაიმართება.
საქართველოს დედაქალაქს ჩეხეთის
ეროვნული გუნდი ეწვევა, რომელიც თბილისის მერიის თასის ფარგლებში ორჯერ
დაუპირისპირდება ჩვენს ნაკრებს. ტურნირის გამარჯვებული გუნდი მოგებებისა და
ბურთების უკეთესი შეფარდების მიხედვით გამოვლინდება.
აგრეთვე საქართვველოში ჩამოვა
ევრობასკეტის საჩემპიონო თასი, რომელიც 13 აგვისტოს, თბილისის სპორტის
სასახლეში,  ჩეხეთი-საქართველოს მატჩზე იქნება წარმოდგენილი.
თბილისის მერიის თასის ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალი იქნება.