თასის გათამაშების საწყისი მატჩების კალენდარი ცნობილია

თასის გათამაშების საწყისი მატჩების კალენდარი ცნობილია

გაირკვა საქართველოს 2016 წლის თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო მატჩისა და 3 მეოთხედფინალური მატჩის გამართვის თარიღი. ტურნირი 21 იანვარს დაიწყება. გთავაზობთ თამაშების განრიგს:
21 იანვარი. სპორტის ახალი სასახლესაკვალიფიკაციოვითა – წყალტუბო               16:15მეოთხედფინალი    მგზავრები – სოხუმი           18:0025 იანვარი. ქუთაისიმეოთხედფინალიქუთაისი – რუსთავი           18:3026 იანვარი. ბათუმიმეოთხედფინალიბათუმი – ოლიმპი               18:00   
 
შეგახსენებთ გათამაშების სისტემას:
ტურნირში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს და წინა გათამაშებებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თასის გათამაშებაში სუპერლიგის 8-ვე და „ა“ ლიგის 2 გუნდი – ვითა და წყალტუბო“ მიიღებენ მონაწილეობას.
საკვალიფიკციო ეტაპზე სუპერლიგის საწყისი 2 წრის შემდეგ მე-8 ადგილზე მყოფი „აკადემია“ და „ა“ ლიგის გუნდები – ვითა და წყალტუბო მიიღებენ მონაწილეობას. თასის გათამაშება მთლიანად ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და პლეი ოფში, თითოეული ბარიერის გადასალახავად 1 გამარჯვება იქნება საკმარისი.
პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ერთმანეთს „ა“ ლიგის გუნდები – ვითა და წყალტუბო ითამაშებენ. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო მატჩში სუპერლიგის მე-8 ადგილზე მყოფ  „აკადემიას“ შეხვდება. მეორე საკვალიფიკაციო მატჩში გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს თასის გათამაშების ძირითად – მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას.
მეოთხედფინალში გუნდები შემდეგი პრინციპით დაწყვილდებიან. სუპერლიგის საწყისი 2 წრის შემდეგ 1-4 ადგილებზე მყოფი გუნდები პირველ კალათაში იქნებიან, ხოლო სუპერლიგის ცხრილში მე-5, მე-6, მე-7 ადგილებზე მყოფი გუნდები და საკვალიფიკაციო მატჩებში გამარჯვებული მეორე კალათაში იქნებიან თავმოყრილნი. მეოთხედფინალური პლეი ოფი 1 გამარჯვებამდეა და მატჩები პირველ კალათაში მყოფი გუნდების მოედანზე გაიმართება.
ნახევარფინალიც და ფინალშიც ერთ მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა სუპერლიგის მეორე წრის შემდეგ ცხრილში უფრო მაღლა მყოფ გუნდებს ექნებათ.