თასის გათამაშების ფინალი 23 აპრილს გაიმართება

თასის გათამაშების ფინალი 23 აპრილს გაიმართება

საქართველოს თასის გათამაშების ფინალი 23 აპრილს გაიმართება.
ქართული კალათბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის „დინამო“
და „სოხუმი“ შეხვდებიან. თასის გათამაშების ფინალს თბილისის სპორტის ახალი სასახლე
უმასპინძლებს. სატიტულო მატჩი 23 აპრილს, 14:00 საათზე დაიწყება.

23 აპრილს დაგეგმილი იყო სუპერლიგის 27-ე ტურის 3 მატჩი,
რომელთაგან 2 2 დღით ადრე – 20 აპრილს გაიმართება. შესაბამისად, ცვლილების შემდეგ ამ
დღეების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

20 აპრილი, სპორტის ახალი სასახლე
18:00 ოლიმპი – დინამო (სუპერლიგის 27-ე ტური)
19:45 სოხუმი – მგზავრები (სუპერლიგის 27-ე ტური)

23 აპრილი, სპორტის ახალი სასახლე
14:00 დინამო – სოხუმი (თასის ფინალი)
16:00 აკადემია – რუსთავი (სუპერლიგის 27-ე ტური)