,,TbilisiOpen3x3” სარეკლამო რგოლი

6-7
ივლისს  საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერითა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ,,TbilisiOpen3x3”. 

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება სლოვენიაში,
ევრობასკეტ 2013-ზე, რომელზეც
იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.  

12
ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მზიურში გადაიღო საანონსე რგოლი, რომელშიც მონაწილეობა
მიიღეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც: თორნიკე
შენგელიამ, ანატოლი ბოისამ და ბექა ჩიკვილაძემ. მათ ყველა მსურველს ტურნირში აქტიური
ჩართვისა და მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

ტურნირის
შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება 15 ივნისიდან.