სტატისტიკა გალერეასუპერლიგის პლეიაუტი დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში
ოლიმპისა და მგზავრების მატჩით დასრულდა, სადაც ამ უკანასკნელმა ოპონენტი 116:119 დაამარცხა.
მომავალი სეზონისთვის ორივე გუნდს სუპერლიგაში ადგილი გარანტირებული აქვს, ასე რომ
სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას მნიშვნელობა დაკარგული ქონდა. სუპერლიგიდან გავარდნილი
ბათუმის ადგილი 2017-2018 წლების სუპერლიგაში მარნეულის „დელტამ“ დაიკავა.
მატჩში დიდი ანგარიში დაფიქსირდა, რადგან გუნდები ძირითადად
შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულნი და დაცვაში ნაკლებად ირჯებოდნენ. მგზავრების რიგებიდან
საუკეთესოები იყვნენ ოთარ ფხაკაძე და კორი ალენი, რომელთაც 37-37 ქულა და 9-9 პასი
დააგროვეს, ხოლო ალენმა ამ შედეგიანობას 7 მოხსნაც დაურთო, გიორგი ქავთარაძემ 15 ქულა
და 6 პასი მიიწერა, ავთანდილ ლომინაშვილმა 10 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, გიორგი ტურძელაძემაც
10 ქულას მოუყარა თავი. ოლიმპის რიგებიდან საუკეთესონი იყვნენ ტრე ბურნეთი 36 ქულითა
და 15 მოხსნით, კახა ტომარაძე 22 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით, გივი ბაქრაძე 19 ქულით,
7 მოხსნითა და 5 პასით, რევაზ როგავა 17 ქულითა და 6 პასით, გეგი ბაქრაძე 11 ქულითა
და 17 მოხსნით.
დღეს ქუთაისში 18:30 საათზე ფინალური სერიის მე-3 მატჩი
იმართება ქუთაისსა და თბილისის დინამოს შორის. დინამო სერიაში 2:0 დაწინაურებულია და
თუ დღესაც გაიმარჯვებს, ჩემპიონი ხდება, ქუთაისის მოგების შემთხვევაში სერიის მე-4
თამაში 27 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.