სტატისტიკა
გალერეადღეს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაგეგმილი 2
მატჩიდან ერთ-ერთი უკვე დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „ქუთაისმა“ „სოხუმს“ სძლია
და 69:66 სძლია და ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა.
სერიის საწყისი 2 მატჩი 6 და 7 მაისს ქუთაისში გაიმართა,
სადაც გუნდებმა მოგებ-წაგებები გაიყვეს და ბრძოლამ თბილისში გადმოინაცვლა. იმერულმა
კლუბმა დღევანდელი გამარჯვებით ფინალისკენ მოზრდილი ნაბიჯი გადადგა და თუკი ხვალაც
მოიგებს, მიზანს მიაღწევს.
ცხადია, „სოხუმის“ დარი მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ
აუცილებელი გამარჯვების დაგეგმვა რთულია და სავარაუდოდ, ხვალინდელი შეხვედრა ძალიან
საინტერესო იქნება. დღევანდელს რაც შეეხება, დაძაბულობა არ აკლდა, თუმცა ბოლო წუთებზე
ისეთი ბრძოლა ვერ შედგა, თანაბარი რომ ეთქმის.
პირველი ნახევრის 31:34 წაგების შემდეგ, „ქუთაისმა“
მესამე პერიოდის საწყისი 7:35 წუთი 17:2 მოიგო, 49:36 დაწინაურდა და შეიძლება ითქვას,
„სოხუმი“ წელში გატეხა. აღნიშნულ სპურტში თავი ძმებმა ბარბაქაძეებმა გამოიჩინეს: გიორგიმ
5 ქულა ჩააგდო, დავითმა – 10, რასაც სოხუმელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და მესამე
პერიოდის 22:6 მოგების შემდეგ „ქუთაისი“ 53:40 დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში სოხუმელებმა ჩამორჩენის მხოლოდ შემცირება
შეძლეს, თუმცა თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. ქუთაისელებს 18 ქულით დავით
ბარბაქაძემ ულიდერა. 12 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა ბექა ბექაურმა, გოგა ცეკვავას ანგარიშზე
კი 11 ქულა დაგროვდა. „სოხუმში“ 24 ქულით ფილიპ მილერი გამოირჩა, 15 ქულა და 13 მოხსნა
დააგროვა გიორგი ჯგერენაიამ.
სერიის მე-4 შეხვედრა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში
11 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი ბრალია, რომ წავაგეთ. გუნდის ლიდერებმა ვერც
დაცვაში ითამაშეს და ვერც შეტევაში. განსაკუთრებით, მესამე პერიოდში შევრცხვით, რომელიც
დიდი სხვაობით დავთმეთ და შემდეგ ვითარება ვეღარ გამოვასწორეთ. ასეთი მსაჯობა რომ ყოფილიყო
ქუთაისში, ორივე მატჩს მოვიგებდით. იმედი მაქვს, ხვალ ყველა სამაგალითოდ იბრძოლებს
და ქუთაისში მე-5 მატჩის სათამაშოდ წავალთ“. ]
კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ, შეიძლება ითქვას, რომ მოედნის უპირატესობა ისევ უკან დავიბრუნეთ. რამდენადაც მივუახლოვდით ფინალს იმდენადვე დავშორდით, რადგან ძალიან მებრძოლი გუნდია სოხუმი, მე დარწმუნებული ვარ რომ ურთულესი თამაში გველის ხვალ. შეცდომები გვქონდა, თუმცა ბრძოლა ფინალისთვის გრძელდება, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მე მადლობელი ჩემი ბიჭების, რომ იბრძვიან ბოლომდე. ეხლა კი დროა დავისვენოთ და მოვემზადოთ ხვალინდელი თამაშისთვის.