სუპერლიგის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება. სერიაში ,,შსს აკადემია” 2:1 ლიდერობს. გაგაცნობთ თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ გაკეთებულ წინასამატჩო კომენტარებს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):სერიის მეოთხე თამაშია და ველოდებით დაძაბულობ შეხვედრას. ვინმეს თუ ჰგონია, ჩვენი ორი გამარჯვება იოლი იყო, ასე ნამდვილად არ არის. ,,დინამო” ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომელიც ადვილად დათმობს რაიმეს. თუმცა, არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას და შევეცდებით, დღესვე გამოვლინდეს სუპერლიგის ჩემპიონობი.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): ურთულეს თამაში გვქონდა გამომდინარე ჩვენი შემადგენლობიდან და ამასთან დაკავშირებული პრობლემებიდან. ძირეული ტაქტიკური ცვლილებების საშუალება არ არის, შემადგენლობაც არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. თუმცა შევეცდებით დღესაც ბოლომდე ვიბრძოლოთ.