სუპერლიგის მე-2 წრის მე-5 ტურის მატჩებს სპორტკომპლექსი “არენა” უმასპინძლებს

სუპერლიგის მე-2 წრის მე-5 ტურის მატჩებს  სპორტკომპლექსი “არენა” უმასპინძლებს

სუპერლიგის მე-2 წრის მე-5 ტურის მატჩები (“დინამო” -“ქუთაისი”, “სოხუმი”-“მგზავრები არმია”), რომელიც 21 მარტს სპორტის  სასახლეში იყო დაგეგმილი, სპორტკომპლექს “არენაში  გაიმართება, ვინაიდან  21-23 მარტს სპორტის სასახლეში ძიუდოში 2015 წლის თბილისის გრან პრი ტარდება. 
რაც შეეხება “ოლიმპი” – შსს აკადემიის შეხვედრას, რომელიც 21 მარტს ისედაც სპორტკომპლექს “არენაში” იყო დაგეგმილი,  “არენაში”18:30 საათის  ნაცვლად 18:00 საათზე დაიწყება.