სტატისტიკაVIDEO
„შსს-აკადემიასა“
და „დინამოს“ მატჩი ვერ გამოდგა ისეთი დაძაბული და საინტერესო, როგორსაც მაყურებელი
ელოდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა, რომელიც დაკარგული ქულებით გათამაშების ლიდერია და
ბოლო ტურში „სოხუმის“ დამარცხების შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატს მოიგებს, „შსს-აკადემიასთან“
უშანსოდ წააგო.
დინამოელებს მოტივაცია
აკლდათ. „შსს-აკადემიას“ კი პირიქით – მოგება ძალიან უნდოდათ, რადგან „დინამოს“ ძლევის
შემდეგ მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი უჩნდებოდათ. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ
კოტე ტუღუშის გუნდს ბოლო ტურში „ქუთაისის“ ძლევა სჭირდება, მეორე ადგილი რომ გაინაღდოს.
შედარებით სინტერესო
პირველი მეოთხედი გახლათ, სანამ „შსს-აკადემია“ სოლიდურ უპირატესობას მოიპოვებდა. პირველი
მეოთხედი ტუღუშის გუნდმა „მხოლოდ“ 5 ქულით მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში „დინამო“
29:15 დაჯაბნა და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყდა.
საბოლოოდ, „შსს-აკადემიამ“
28 ქულით – 91:63 მოიგო. 27 ქულით სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა აკაკი ლომოურმა,
ნიკა მეტრეველის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა. დინამოელთაგან ორმაგი დუბლით საუკეთესო
შედეგი გარიკ შერმანმა დააფიქსირა-16 ქულა, 11მოხსნა, ლაშა გამყრელიძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ დღეს
ჩემს გუნდს ბევრად დიდი მოტივაცია ჰქონდა, ვიდრე ,,დინამოს’’, თუმცა ამხელა სხვაობით
გამარჯვებას არ ველოდებოდით. ,,დინამო’’ რჩება
ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად და სერიოზულ ფავორიტად. ჩემმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს.
მათაც ვუთხარი და ახლაც ვამბობ, რომ გუნდი, რომელსაც შეუძლია ასე ითამაშოს, არ უნდა
აგებდეს ისეთ თამაშებს, როგორიც ბოლო ორ ტურში წავაგეთ. მადლობა ჩემს გუნდს და მადლობა
მოწინააღმდეგეს. ბოლო ტურში ,,ქუთაისს’’ ვეთამაშებით, რთულია ერთთვიანი პაუზა როგორც
მოთამაშეებისთვის, ისე მწვრთნელებისთვის, თუმცა უნდა შევეგუოთ და მოვემზადოთ თამაშისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბოლო ტური,სწორედ ეს შეხვედრა გადაწყვეტს მოედნის უპირატესობას.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ კოტეს და ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას. რთულია კომენტარის გაკეთება. თითქმის
ყველა კომპონენტში და მთლიანად, სისტემურად გვაჯობეს. ამას სჭირდება გაანაზილება, შეცდომები
გვქონდა, მწვრთნელთა შტაბმა სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და შემდეგი თამაშისთვის
მოვემზადოთ. ბოლო ტურში ,,სოხუმს’’ ვხვდებით, თუმა ჯერ მომავალ შაბათს საქართველოს
თასის ფინალი გვაქვს. იმედი მაქვს, ბიჭები მოახერხებენ ამ ცუდი თამაშიდად გამოსვლას
და ღირსეულად ვიასპარეზებთ.