სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს
„დინამო“ და „ბათუმი“ შეხვდნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები ამ მატჩს
წაუგებლად შეხვდნენ, „ბათუმს“ კი ამ ტურამდე 3 დამარცხება ჰქონდა, თუმცა შეხვედრა მაინც
საინტერესო გამოვიდა.
მცირედით, თუმცა პირველ პერიოდში უმეტესად „ბათუმი“
იგებდა. ზღვისპირელთა ლიდერობამ მაქსიმუმ 4-ქულიან ლიდერობას მიაღწია, მაგრამ მეოთხედის
მიწურულს თბილისელებმა თამაში დაალაგეს და მიხეილ ბერიშვილის 3-ქულიანით ათწუთეული
23:22 მოიგეს.
აქედან მოყოლობული „დინამომ“ ლიდერის, ხოლო „ბათუმმა“
მდევრის როლი მოირგო და თამაშის ბოლომდე ასე გაგრძელდა. თბილისელები ნიადაგ ლიდერობდნენ,
თუმცა მათ უპირატესობა 6-7 ქულას არ ასცილებია. დინმოელებს ამერიკელი დეონტა ვონი ლიდერობდა,
რომელმაც საბოლოოდ 37 ქულა დააგროვა.
ბოლო პერიოდში ბათუმელებმა ჩამორჩნის 3 ქულამდე შემცირება
მოახერხეს. შედეგიანად მოთამაშე ილია შემოსიუკის სამქულიანის შემდეგ ანგარიში
81:78 გახდა, თუმცა მატჩის ბედი მალევე გაირკვა – მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე,
როცა სხვაობა 4 ქულა იყო, ბათუმელი კახა ჯინჭარაძე დაჯარიმდა. ამას ზღვისპირელთა პროტესტი
მოჰყვა და ჯინჭარაძესთან ერთად ვანო მაისურაძემაც ტექნიკური ჯარიმები დაიმსახურეს.
დეონტა ვონმა ორთივე საჯარიმო ჩააგდო, რასაც იმავე შეტევაში ზუსტი ორულიანი მოაყოლა
და ანგარიში დინამოელთა სასარგებლოდ – 93:82 გახდა.
„დინამომ“ ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატს
დაუმარცხებლად ლიდერობს. რაც შეეხებათ ბათუმელებს, დავით უსტიაშვილის გუნდმა მიმდინარე
სეზონში მე-4 მატჩი წააგო და დაკარგული ქულებით „დინამოსთან“ ერთად „რუსთავს“ და „ქუთაისს“
ჩამორჩება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ლაშა ოჩხიკიძე (ბათუმის მწვრთნელი):
„კარგი და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. იყო დაძაბული მომენტებიც. წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ მომდევნო თამაშებში ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უკეთესი შედეგები გვქონდეს. დინამოს წარმატებებს ვუსურვებ.“
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
„არაა „ბათუმი“ ის გუნდი, რომ ადვილად მოვიგოთ. თან
მხვედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ ვერ ვთამაშობთ. წინა ტურში „ოლიმპთან“ და დღევანდელ
მატჩში „ბათუმთან“ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც ვითხოვ კალათბურთელებისგან. ვეცდებით,
ყველაფერი გამოვასწოროთ და თამაშის ხარისხი იყოს იმაზე უკეთესდო, რაც დღეს იყო“.