სუპერლიგის გათამაშებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სუპერლიგის გათამაშება, რომელიც მაყურებლებისთვის იყო
განკუთვნილი, დღეს სპორტის სასახლეში დასრულდა. გამოვლინდა ის 3 გამარჯვებული, რომლებმაც
კლათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის სპონსორებისგან ფასიანი საჩუქრები მიიღეს.

ტურნირი საკმაოდ საინტერესო და აზარტული გამოდგა. შეგახსენებთ,
რომ ის სუპერლიგის ნახევარფინალებიდან დაიწყო და სერიის ყოველ მატჩში 4-4 ფინალისტი
გმოვლინდა. ნახევარფინალის მონაწილე გუნდების წევრები მაყურებლებში ბურთებს ისროდნენ
და ვინც მოიხელთებდა, ერთმანეთს საჯარიმოს სროლებში ეჯიბრებოდნენ.

გათმაშებაში ჯამში 64-მა მაყურებელს მოუწია მონაწილეობის
მიღება, საინდანაც ფინალურ ეტაპზე 32 გავიდა. ფინალური სერიის დაწყებასთან ერთად დაიწყო
გულშემატკივართა შორის ფინალური ეტაპი. კონკურსანტები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ
და გამარჯვებულების გამოსავლენად ბრძოლა მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყეს.

ფინალური სერიის მეორე მატჩის დაწყებამდე გამართულ ორთაბრძოლებში
4 საუკეთესო გამოვლინდა, რომლებიც ერთმანეთს დიდ შესვენებაზე დაუპირისპირდნენ. გაიმარჯვა
ახალგაზრდა კალათბურთელმა, კლუბ “ვარსკვლავების” წევრმა ლუკა ტიმოშენკომ.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური პარტნიორმა
კომპანია “ბორჯომმა” მე-3 ადგილზე
გასული კონკურსანტი, გიორგი კიკნაძე ფოტოკამერით,
ხოლო მეორეადგილოსანი ზუკა გეგეჭკორი მობილური
ტელეფონით, სამსუნგ გალაქსი S4-ით
დააჯილდოვა. მთავარი, პრიზი, პლაზმური ტელევიზორი კომპანია “ბორჯომმა” გათამაშების
გამარჯვებულ ლუკა ტიმოშენკოს გადასცა.

“ბორჯომის” დაწესებული პრიზები გამარჯვებულებს
 კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
უფროსმა, ნანიკო კუპრაშვილმა გადასცა.

გამარჯვებული 500 ლარით დააჯილდოვა სუპერლიგის გენერალურმა
სპონსორმა, აზარტული თამაშების კომპანია “ევროპაბეთმა”,
რომელმაც მეორეზე გასულს 300, ხოლო მესამეადგილოსანს 200 ლარი გადასცა. პრიზიორებს
ფულადი ჯილდოები კომპანია “ევროპაბეთის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა,
თამუნა ქვილითაიამ გადასცა.

სუპერლიგის გათამაშების მერვედფინალში გასულ 16 კონკურსანტს
კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია “ნატახტარმა” საკუთარი ბრენდული პროდუქცია გადასცა.

გათამაშების ორგანიზატორები მომავალი სეზონიდან გულშემატკივრებს
მეტ სიახლეებს და პრიზებს პირდებიან.
ნანიკო კუპრაშვილი(,,ბორჯომის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი):
,,ბორჯომი’’ უკვე წლებია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი და პარტნიორია.
მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა დაგვეჯილდოვებინა მოყვარული კალათბურთელები,
რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა. ,,ბორჯომმა’’
დააჯილდოვა 3 გამარჯვებული, პრიზებად გადავეცით ტელევიზორი, მობილური ტელეფონი და ფოტოკამერა.
ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს.
თამარ ქვილითაია(,,ევროპაბეთის’’ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი): ჩვენ ძალიან აქტიურად ვგულშემატკივრობთ ქართულ კალათბურთს
და ზოგადად, სპორტს. ამ შემთხვევაში კი გადავწყვიტეთ სუპერლიგის თამაშებზე  გულშემატკივრები წაგვეხალისებინა და პრიზებად 500,
300 და 200 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო დავაწესეთ. 
ლუკა ტიმოშენკო(გამარჯვებული): თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ძალიან კარგი გათამაშება იყო, მოვიგე და ძალიან გახარებული ვარ. ყველას დიდი მადლობა.