წამახალისებელ გათამაშებაში, რომელსაც სუპერლიგა სპონსორებისა
და პარტნიორების მხარდაჭერით ატარებს, ფინალური ეტაპი დაიწყო. სუპერლიგის ფინალური
სერიის პირველი მატჩის – “დინამო” – “ქუთაისის” დაწყებამდე და
მისი შესვენებისას ფინალურ ეტაპზე გასული 32 კონკურსანტი ერთმანეთს საჯარიმოს სროლებში
შეეჯიბრა.
ფინალური მატჩის დაწყებამდე გამოვლინდა 16 საუკეთესო,
ხოლო მატჩის შესვენებისას ერთმანეთს მერვედფინალური წყვილები შეეჯიბრნენ. შესაბამისად,
შეირჩა საუკეთესო 8 კონკურსანტი, ხოლო ვინც მეოთხედფინალში ვერ გავიდა, კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორისგან – კომპანია “ნატახტარისგან” ერთი შეკვრა ლუდი მიიღო.
8 საუკეთესო ერთმანეთს
ხვალ, ფინალური სერიის მეორე მატჩის შესვენებაზე შეეჯიბრება და გამოავლენს იმ 3 იღბლიანს,
რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ნაკრების გენერალური პარტნიორი „ბორჯომი“ ფინალის 3 საუკეთესო მოთამაშისთვის
შემდეგ პრიზებს აწესებს: პირველი ადგილი: ტელევიზორი, მეორე ადგილი – მობილური ტელეფონი,
მესამე ადგილი – ფოტოკამერა.
სუპერლიგის გენერალური
სპონსორი, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი“
პრიზიორებს შესაბამისად 500, 300 და 200 ლარით დააჯილდოვებს.