სუპერლიგის განცხადება

სუპერლიგის განცხადება

დღეს, საკალათბურთოს სუპერლიგის პირველი წრის ბოლო,
მე-7 ტური რეგიონებში დაიწყო. „ქუთაისმა“ „დინამოს“ უმასპინძლა, ხოლო „ბათუმმა“ –
„ოლიმპს“. მიზეზთა გამო, არც ერთი შეხვედრა ბოლომდე არ დასრულებულა.

ქუთაისში, ადგილობრივ გუნდსა და „დინამოს“ მატჩის მესამე
მეოთხედის დასრულებამდე 1,34 წუთით ადრე, ანგარიშშზე 68:56 დინამოს სასარგებლოდ, თამაში
შეწყდა მაყურებლების მხრიდან მოედანზე მკვრივი საგნების (სანთებელა და სითხით სავსე
ბოთლები) სროლის გამო.

რაც შეეხება აჭარის დედაქალაქში გამართულ შეხვედრას,
„ბათუმისა“ და „ოლიმპის“ მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, როცა მასპინძლები
81:78 იგებდნენ, სტუმართა გუნდის, „ოლიმპის“ წევრებმა მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილების
(ჯამირის) გამო უარი თქვეს თამაშის გაგრძელებაზე.

ორივე მატჩში მომხდარი ფაქტების შესახებ იმსჯელებს კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სადისციპლინო კომიტეტი.