Summer Camp 2014 იწყება!

Summer Camp 2014 იწყება!

საქართველოს კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის ეგიდით და კლუბ ,,სოხუმის’’ მოთამაშეების კოორდინაციით Summer Camp 2014 გაიმართება.
კემპს ესპანეთში ცნობილი და წარმატებული მწვრთნელი ანტონიო დე ტორესი ჩაატრებს 14-დან
18-წლამდე და უმაღლესი ლიგის მოთამაშეებისთვის. 

კემპი დინამოს
ბაზაზე ორშაბათს დაიწყება და 4 ივლისამდე გასტანს. დღის განმავლობაში ჩატარდება 2 ვარჯიში,
14-18 წლამდელები ივარჯიშებენ ერთად, ხოლო 18 წლის ზემოთ მოთამაშეები შეუზღუდავად ივარჯიშებენ
ერთად.  ვარჯიშები გაიმართება 09:00-11:00 და
16:30-18:30 საათებში.

კემპზე შეირჩევა
რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე, რომელთა უფასო მოწყობას კანარის კუნძულებზე არსებულ
ერთ-ერთ საკალათბურთო სკოლაში უზრუნველყოფს თავად ანტონიო დე ტორესი.

მწვრთნელებისთვის
კემპზე დასწრება ნებაყოფლობითია.