სტუდენტური ლიგის ფინალში თსსუ და სეუ შეხვდებიან

სტუდენტური ლიგის ფინალში თსსუ და სეუ შეხვდებიან

სტუდენტური ლიგის ფინალისტები ცნობილნი არიან. ჩემპიონობისთვის
ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტების
გუნდები შეხვდებიან. მეორე ფინალისტი 27 აპრილს, საკალათბურთო აკადემიაში დაძაბულ ბრძოლაში
გამოვლინდა. ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში სეუ-მ თსუ 76:67 დაამარცხა.

ნახევარფინალურ სერია საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. პირველი
მატჩი სეუ-მ 54:51 სძლია თსუ-ს, ხოლო მეორე მატჩის შემდეგ საერთო ანგარიში გათანაბრდა.
გია ჩხეიძის გაწვრთნილმა თსუ-მ მეტოქე 66:61 დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩს 27 აპრილს
საკალათბურთო აკადემიის გუნდმა უმასპინძლა. თსუ-მ პირველი ტაიმი 38:32 მოიგო, თუმცა
მეორე ნახევარში სეუ-ს კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და საბოლოოდ 9 ქულის
სხვაობით იმარჯვეს.

ეროვნული უნივერსიტეტის გუნდს გუგა პატარაიამ ულიდერა,
რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. ირაკლი ქილიფთარმა 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა,
ლევან ურიდიამ კი პირად ანგარიშზე 8 ქულა და 15 მოხსნა ჩაიწერა. თსუ-ში 28 ქულითა და
9 მოხსნით საუკეთესო დავით ქარციძე გახლდათ.

მაშ ასე, ფინალში სტუდენტური ლიგის მოსაგებად ერთმანეთს
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და სამედიცინო დაუპირისპირდებიან. სერგო იშხნელის
გაწვრთნილმა მედიკოსებმა ნახევარფინალური სერია 2:0 მოუგეს ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდს.

ფინალური მატჩები მაისის თვეში, სტუდენტური დღეების
ფარგლებში გაიმართება.

ნახევარფინალი.
I მატჩები

სტუ
– თსსუ                61:63

თსუ
– სეუ                   51:54

ნახევარფინალი.
II მატჩები

თსსუ – სტუ               77:68

სეუ
– თსუ                  61:66

 

ნახევარფინალი.
III მატჩი

თსუ
– სეუ                   67:76
მატჩების სრული სტატისტიკის სანახავად დააკლიკეთ ანგარიშებზე