სტუდენტური დერბი თსუ-მ მოიგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტუდენტური დერბი თსუ-მ მოიგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგის 9 თებერვლის მატჩები სტუდენტური
დერბით დასრულდა. სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტთა გუნდების დაპირისპირება საინტერესო
ვერ გამოდგა.

 სტუ ჩემპიონატის პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოდა, თსუ-ს კი
პლეი ოფში გასვლის ამბიცია აქვს და მორიგი 2 ქულის მისათვლელად უკეთეს მეტოქეს სად
იპოვიდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა მხოლოდ პირველ მეოთხედში
ითამაშა მაღალ დონეზე. 6:10 ჩამორჩენილმა სტუ-მ 17:0 გაქცევა მოაწყო და 23:10 დაწინაურდა,
მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა. თსუ-მ ნელ-ნელა ძალები მოიკრიბა,
თამაში დაალაგა და მატჩის მსვლელობაზე სრული კონტროლი დააწესა. მეორე მეოთხედი სახელმწიფო
უნივერსიტეტელებმა 31:13 მოიგეს და თამაშის ბოლომდე მატჩის სადავეები ხელიდან აღარ
გაუშვიათ. შესანიშნავად თამაშობდა სახელმწიფო უნივერსიტეტელთა კოტდივუარელი ფორვარდი
სერჟ ასელაინი, რომელმაც 21 მოხსნით მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა. აქამდელი
საუკეთესო შედეგი სოხუმელ ვახტანგ ქადარიას ეკუთვნოდა, რომელმაც 12 დეკემბერს თსსუ-სთან
მატჩში ბურთი 20-ჯერ მოხსნა.

მეორე ტაიმში თსუ-მ ტემპი არ დააგდო და მოპოვებული უპირატესობა
გამარჯვებამდე მიიყვანა. სტუ-ს ძლევით თსუ-მ მე-7 ადგილი გაიმყარა და პლეი ოფში გასასვლელი
საგზურის მოსაპოვებლად სერიოზული განაცხადი გააკეთა. მეორე წრის მეორე ტური ხვალ ქუთაისში
დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი „არმიას“ უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

გიორგი ჩხეიძე
(თსუ): სტუდენტური დერბი ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით
და რესაც ასე მოხდა. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ  ჩაიარა. 
პირველ ტაიმით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა მესამე მეოთხედში მნიშვნელოვანი გარდატეხა
მოვახდინეთ, მთლიანობაში დაცვაშიც  კარგად ვიასპარეზეთ
და ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შესანიშნავად იასპარეზა სერჟ ასელაინმა,
რომელმაც დღევანდელ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.

გია ტეტელაშვილი
(სტუ): პირველ რიგში მივულოცავ თსუ-ს გამარჯვებას. მოწინააღმდეგემ
 კარგად იასპარეზა და პლეიოფში ასპარეზობისთვის
დიდი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით და
შეხვედრა დავთმეთ. ვფიქრობ ჩვენს ასპარეზობაზე დიდი გავლენა იქონია ტატო ჩაჩიბაიას
არყოფნამ, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ვფიქრობ  ჩაჩიბაიას რომ ეთამაშა, თამაშის ბედი სხვანაირად
გადაწყდებოდა.

გიორგი ტეტელაშვილი
(თსუ): სტუდენტური დერბი ყოველთვის საინტერესოა, რადგან სატურნირო
ცხრილში ერთნაირი მდომარეობა გვაქვს და პლეიოფში 
გასასვლელად ვიბრძვით ორივე.  თუმცა  ჩვენ უფრო მოტივირებულნი აღმოვჩნდი და სასხირულოა
რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ  სრუ-ს დღეს
ურიგიდ არ უტამაშია და კარგი თამაში ა ჩვენა.

ვატო თევზაძე
(სტუ): მივულოცავ თსუ-ს, კარგად დავიწყეთ და პირველი მეოთხედი
10  ქულით მოვიგეთ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება
ვერ მოვახერეხთ. ჩაჩიბაია დღეს ნამდვილად დაგვაკლდა. 
სტუ – თსუ 74:88 

დინამო – ბათუმი 72:48 
სოხუმი – შსს აკადემია 56:59 
თსსუ – რუსთავი  74:126