სტუდენტურ ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

სტუდენტურ ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

სტუდენტური
საკალათბურთო ლიგის საუკეთესო ოთხეული ცნობილია. კვირას და ორშაბათს გამართულმა
მეოთხედფინალური სერიის მატჩებმა ის გუნდები გამოავლინა, რომლებმაც ნახევარფინალში
ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

 

მეოთხედფინალური
სერიები 2 მოგებამდე გრძელდებოდა და ოთხივე წყვილში მშრალი ანგარიში – 2:0
დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა საავიაციო ინსტიტუტის გუნდი ჯერ
83:79 დაამარცხა, საპასუხო მატჩში კი უფრო დამაჯერებლად – 90:75 სძლია და
ნახევარფინალში გავიდა.

 

იოლად მოიპოვა
ნახევარფინალის საგზური ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც აგრარულ
უნივერსიტეტს ორი მატჩის ჯამში 186:117 სძლია. სამედიცინო უნივერსიტეტმა ილიას
უნივერსიტეტს აჯობა – 80:76 და 76:66.

 

ყველაზე საინტერესო
ორთაბრძოლა თსუ-სა და ჯიპა-ს შორის გაიმართა, თუმცა ამ წყვილში მაყურებელმა მხოლოდ
1 მატჩი იხილა. სერიის პირველი შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაძაბულ
ბრძოლაში, 2 ქულით – 64:62 მოიგო და საპასუხო მატჩშიც დიდი ბრძოლა ივარაუდებოდა,
მაგრამ დღეს გასამართი მატჩი არ ჩატარდა. ჯიპა-ს გუნდს მოთამაშეთა არასაკმარისი
რაოდენობა ჰყავდა და მატჩის კომისარმაც, ოფიციალური წესებისა და დებულების
საფუძველზე წაგება ჩაუთვალა. შესაბამისად, სერია თსუ-მ მოიგო და ნახევარფინალში
გავიდა.

 

ნახევარფინალში
გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: სტუ – სამედიცინო, თსუ – სეუ.

 

22 მარტი

 

თსსუ –
ილიაუნი  76:66

 

სეუ –
საავიაციო   90:75

 

სტუ –
აგრარული  78:60

 

23 მარტი

 

აგრარული
– სტუ  57:108

 

ილიაუნი
– თსსუ  67:80

 

საავიაციო
– სეუ 79:83

 

თსუ –
ჯიპა  64:62