სტუ მოსკოვში, სტუდენტური ევროთასის ოთხთა ფინალში ითამაშებს

სტუ მოსკოვში, სტუდენტური ევროთასის ოთხთა ფინალში ითამაშებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ოთხთა
ფინალში
გავიდა.
თბილისში
გუშინ დასრულებული
საერთაშორისო
სტუდენტური
ლიგის
ტური
სასიამოვნო
მოულოდნელობა
გამოდგა
ქართველი გულშემატკივრებისთვის. აღნიშნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა და თბილისური ტურის 2 გამარჯვებით დამწყებმა მოსკოვის ფიზიკური აღზრდის აკადემიამ ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლადა სტუ-სთან დამარცხდა.

ლევან ტყეშელაშვილისა და გულივერ
ახალკაცის
გაწვრთნილმა
სტუ-მ საკუთარ
თავს
აჯობა.
ქართველებმა
მოსკოველებს
ნამდვილი
ბრძოლა
გაუმართეს.
პირველ ნახევარში მსაჯებმა ოთხჯერ დასტვინეს
ტექნიკური
ჯარიმის
დასაფიქსირებლად,
ხოლო
მატჩის
ბოლოს
მოსკოველთა
მწვრთნელი,ანატოლი
ლაპტევი
მეორე
ტექნიკურის
გამო
მოედნიდან
გააძევეს.

მოსკოვის ფიზკულტურის აკადემიის გუნდმა თბილისური ტურის საწყის მატჩში ხარკოვის უნივერსიტეტი გაანაქდგურა,
მომდევნო
მატჩში
კი
თანამემამულე
ბალტიის
უნივერსიტეტის
გუნდი დააჩოქა.
ქართველებმა
კი
დებიუტში
ბალტიელები
დაამარცხეს,
თუმცა
უკრაინულ
საუნივერსიტეტო
გუნდთან 15-ქულიანი მარცხი განიცადეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუმარცხებელ მოსკოველებთან
აუცილებლად
გამარჯვება
სჭირდებოდა,
ოთხთა
ფინალში
ასპარეზობა
რომ გაენაღდებინა.

ქართველებმა დასახულ მიზანს დიდი მონდომებისა და შეუპოვრობის ხარჯზე მიაღწიეს. სტუ თავიდანვე დაწინაურდა. ნოდარ გოგოძისა
და
აკაკი
ლომოურის
ზუსტი
შორი
სროლები
მასპინძლების
დაწინაურების ძირითადი საფუძველი გახდა. ტყეშელაშვილის გუნდმა პირველი
ტაიმი
44:39 მოიგო
და
მესამე
პერიოდში ერთ ეპიზოდში გაუჭირდა, თუმცა კვლავ ზუსტი სამქულიანები და მწყობრი დაცვა – სტუ-ს უპირატესობამ
10-ქულიან
ზღვარს
გადააბიჯა
და
ეს
ჰანდიკაპი
ქართველებმა
თამაშის
ბოლომდე შეინარჩუნეს. სტუ-ს 30 ქულით გოგოძემ ულიდერა, 16 დააგროვა აკაკი ლომოურმა, ხოლო რეზო როგავამ ქართველებს
13 ქულა
შესძინა.

ოთხთა ფინალი შეიკრა. 24-26 აპრილს მოსკოვში
უნგრული
დებრეცენი,
ესტონური
ტარტუ,
თბილისური სტუ და ადგილობრივი ფიზკულტურის აკადემიის გუნდი შეიკრიბება. ოთხთა ფინალის გამარჯვებული ევროლიგის
ოთხთა
ფინალის
საგზურს
მოიპოვებს,
სადაც
ევროლიგის
ძირითად
მატჩებთან
ერთად სტუდენტური გუნდების საჩემპიონო მატჩებიც გაიმართება.

თბილისური ტურის სიმბოლურ ხუთეულში სტუ-დან უკანახაზელი რეზო როგავა და ცენტრი ბექა ბექაური შევიდნენ.
გამარჯვებულები
საერთაშორისო
სტუდენტური ლიგის ხელმძღვანელებმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს.

საერთაშორისო
სტუდენტური ლიგა.
მეორე ეტაპი.
თბილისი. 2 აპრილი

მოსკოვი 72:79 სტუ

სრული
სტატისტიკა: 72:79