სოხუმმა თსუ დაამარცხა

სოხუმმა თსუ დაამარცხა

  სუპერლიგის  მე-6 ტური თსუ-სოხუმის დაპირისპირებით დასრულდა,
რომელიც დღეს თბილისის  სპორტის სასახლეში გაიმართა.
შეხვედრა სოხუმელთა უპირატესობით დაიწყო და ჯერ კიდევ პირველი პერიოდის დასრულებამდე
2:32 წუთით ადრე ,,ზღვისპირელები” 23:9 დაწინაურდნენ.

ხოლო მეოთხედში 23 :11 იმარჯვეს. მეორე პერიოდის მე-3
წუთზე ,,სტუდენტები” გააქტიურდნენ  და სხვაობა
7-ქულამდე შეამცირეს 20:27. თუმცა სოხუმელებმა მეტოქეს დაწევის საშუალება არ მისცეს
და წინ 35:20 გავიდნენ. მეორე პერიოდის დასრულებამდე 3:35 წუთით ადრე სოხუმელებმა
სოლიდური უპოირატესობა მოიპოვეს – 43:24, პირველი ნახევარი კი 54:31 მოიგეს. მესამე და მეოთხედში  სოხუმელებმა პრაქტიკულად მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
დასკვნით მეოთხედში კი გამარჯვებულთა ვინაობა უკვე გარკვეული იყო. მატჩის  დასრულებამდე 3:54  წუთით ადრე სოხუმი წინ 95:62 გაიჭრა და თამაშსაც
აზრი დაეკარგა. 

 ,,ზღვისპირელებმა” თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის გუნდი დიდი ანგარიშით, 102:81 დაამარცხეს.
გამარჯვებულებს 33 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ
მიითვალა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა და 17 მოხსნაა.

 რაც შეეხებათ ,,სტუდენტებს”,  თსუ- შემადგენლობაში საუკეთესო თორნიკე ნინიაშვილი
გახდა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.