სოხუმმა რუსთავი იოლად დაამარცხა

სოხუმმა რუსთავი იოლად დაამარცხა

 სტატისტიკასუპერლიგის პირველი ტურის შაბათის თამაშები არათანაბარი
მატჩით დასრულდა. არადა, „რუსთავისა“ და „სოხუმის“ მატჩში საინტერესო ორთაბრძოლა იყო
მოსალოდნელი, თუმცა ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ისე კარგად ითამაშა, ქვემოქართლელებს
წარმატების იმედი პირველივე ტაიმში გადაეწურა.
„სოხუმმა“ დუდუ დადიანის მემორიალის სამივე მატჩი უიმედოდ
– დიდი სხვაობით წააგო, „რუსთავი“ კი მემორიალის პერიოდში საბერძნეთში იმყოფებოდა და
5 სპარინგ-მატჩით გუნდის შესათამაშებლად კარგი შეკრება გაიარა. რუსთაველებმა „დინამოდან“
გამთამაშებელი ლაშა-გიორგი გამყრელიძე დაიმატეს და შემადგენლობა 2 ლეგიონერით – ამერიკელი
კაელ ტურპინით და სერბი ნიკოლა გაჩეშათი შეივსეს.
ლეგიონერების მხრივ რუსთაველებს დღევანდელ მატჩში სოხუმელებმა
აჯობეს. მათი ამერიკელი უკანახაზელები – მეთიუ გლოვერი და ფილიპ მილერი უფრო გამრჯედ
და შედეგიანად ირჯებოდნენ, თუმცა მათ არც სოხუმელთა ქართველი მოთამაშეები ჩამოუვარდებოდნენ.
ტანმაღალი სერგო ათუაშვილისა და გიორგი ჯგერენაიას შემჩერებელი ფარქვეშ რუსთაველებმა
ვერ მონახეს, ხოლო უკანა ხაზიდან დიდად სასარგებლონი იყვნენ გივი ბაქრაძე, გიგა კვეტენაძე
და ხსენებული ამერიკელი ლეგიონერები.
პირველი მეოთხედი სოხუმელებმა 30:11 (!) მოიგეს და რუსთაველებს
წარმატების იმედი გადაუწურეს. პლუს ამას, მოედანზე არ გასულა საქართველოს ეროვნული
ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია, რომელიც სოხუმელთა მოთამაშე-მწვრთნელია და მხოლოდ თანაგუნდელებისთვის რჩევა-დარიგებების მიცემით შემოიფარგლებოდა. მესამე პერიოდის შუაწელში სხვაობამ 40
ქულას მიაღწია (66:26), რის შემდეგაც მოედანზე „სოხუმის“ სათადარიგოები გამოჩდნენ და
თამაშიც ჩამთავრდა.
საბოლოოდ სოხუმელებმა მრგვალი ანგარიშით – 80:60 მოიგეს
და ყველა მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტის იმიჯი მოირგეს. გამარჯვებულთაგან
5 კალათბურთელმა გამოხატა საკუთარი მონაგარი ორნიშნა რიცხვით: ათუაშვილი 17 ქულა, მილერი
და გლოვერი – 10-10, ბაქრაძე – 12 და ჯგერენაია – 10. კვეტენაძემ თამაში 9 ქულით დაასრულა.
რუსთაველთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა სერბმა ნიკოლა გაჩესამ დააგროვა.
პირველი ტურის ბოლო შეხვედრა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი,
გადაიდო. „ოლიმპი“ – „არენა-76“-ის გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში დადგინდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
 მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი):
 მივულაცავ ყველას სუპერლიგის დაწყებას.  სამწუხაროა, რომ პირველი ტური მარცხით დავიწყეთ,
1 თვეა რაც ვვარჯიშობთ და ბუნებრივია, ჯერ არ ვიმყოფებით სათანადო ფორმაში. ყველაფერი
წინ გვაქვს.

ვაჟა კვარაცხელია
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი):  დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. საბედნიეროდ, ჩვენმა ლეგიონერებმა  გაამართლეს.  საერთოდ,  ყველამ  კარგად ითამაშა და სწორად შეასრულა მითითებული დავალებები.
კარგად იმუშავა მწვრთნელთა შტაბმაც. უნდა აღვნიშნო, რომ ლევან ფაცაცია მოთამაშე-მწვრთნელია
და მას საკმაოდ პერსპექტიული სამწვრთნელო კარიერა 
ელოდება  წინ.