სტატისტიკა
საკვალიფიკაციო სერია „ქუთასისა“ და „სოხუმს“ შორის
მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. მეოთხედფინალიდან გავარდნილი ეს 2 გუნდი 5-8 ადგილებისთვის
ბრძოლაში გადაერთო და საწყის სერიაში, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, ანგარიში
1:1-ია.
სოხუმელებმა, რომლებმაც სერიის პირველი შეხვედრა ქუთაისში
2 დღის წინ 25 ქულით წააგეს, დღეს იმერულ კლუბს რევანში აუღეს. საკალათბურთო აკადემიაში
გამართულ მატჩში ვაჟა კვარაცხელიას გუნდი დომინირებდა, რომელმაც მეტ-ნაკლებად თანაბარი
პირველი ტაიმის შემდეგ მძლავრი მესამე პერიოდი ჩაატარა და უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა.
დარჩენილ 10-წუთეულში ქუთაისელებმა მოინდომეს, თუმცა
მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ კი „სოხუმმა“
79:66 იმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებს ირაკლი ჩლაიძემ 28 ქულით
და 9 მოხსნით ულიდერა. პელე პეილეიმ 22 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი ჯგერენაიას
ანგარიშზე 14 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 12 ქულით ბომბარდირი ანატოლი
ბოისა გახდა, ლევან გრძელიძემ და ვახტანგ ქადარიამ 11-11 ქულა მოაგროვეს.
სერიის გადამწყვეტი, მე-3 შეხვედრა 19 მაისს,18:00 საათზე,
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მოიპოვებს მე-5 ადგილისთვის
მატჩში მონაწილეობის უფლებას, სადაც უკვე გასულია „მგზავრები-არმია“, რომელმაც თავის
მხრივ საკვალიფიკაციო სერია „ოლიმპს“ მოუგო.