სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის 23-ე ტურის მეორე მატჩი დაძაბული არ გამოდგა.
„სოხუმმა“, რომელმაც გასული 2 მატჩი წააგო, „ოლიმპს“ დიდი უპირატესობით მოუგო.
მატჩის საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობით დასრულდა, თუმცა
ამის მიზეზი სოხუმელთა მხრიდან ბოლო პერიოდისადმი არასათანადო დამოკიდებულება გახლდათ.
ვაჟა კვარაცხელიას გუნდი მეოთხე ათწუთეულის წინ 28 ქულით იგებდა და ცხადია, მატჩის
ბედი გადაწყვეტილი იყო. აქედან გამომდინარე, მწვრთნელმა ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები
მოედნიდან გაიხმო და შანსი სათადარიგოებს მისცა. „ოლიმპი“ კი ბოლომდე, სრული მობილიზებით
იბრძოდა და მხოლოდ ის მოახერხა, რომ ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა.
„სოხუმმა“ ძალიან დალაგებული, გააზრებული და შედეგიანი
კალათბურთი ითამაშა, რითაც „ოლიმპს“ იოლად სძლია და ოთხეულში შესასვლელად მოზრდილი
ნაბიჯი გადადგა. გამარჯვებულებს 23 ქულით ლევან ფაცაციამ ულიდერა. 18 ქულა და 5 ჩაჭრა
მიითვალა ფილიპ მილერმა, სერგო ათუაშვილის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „ოლიმპში“
24 ქულით საუკეთესო იყო რეზო როგავა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): რუსთავთან და ბათუმთან წაგებების შემდეგ მოგება ჰაერივით
გვჭირდებოდა. ბიჭებმა მოგების აუცილებლობა გაითავისეს და ყველამ თავისი მაქსიმუმი გაიღო.
დაჩენილი 5 მატჩიდან 3 გამარჯვება გვინდა, რომ ოთხეულში კარგი პოზიციით შევიდეთ“
ლევან ქარაბაკი („ოლიმპი“ ოლიმპის მწვრთნელი): სპეციალურად ამ თამაშისთვის ვემზადებოდით ტაქტიკურად, საკმაოდ მოტივირებული გავიდა გუნდი მაგრამ „სოხუმმა“ იმდენად კარგად ითამაშა, რომ არათუ წინ გასვლის, არამდე დაწევის შანსიც კი არ მოგვცა. შესანიშნავად ითამაშეს როგორც პერიმეტრიდან, აგრეთვე ფარისქვეშიდან. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს.