თბილისის სპორტის
სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი ,,სოხუმსა” და ,,დინამოს”
შორის , სადაც ზღვისპირელებმა 84:73 იმარჯვეს. შეხვედრა სოხუმელთა
უპირატესობით დაიწყო
და პირველი ნახევარი მათივე
გამარჯვებით 44:29 დასრულდა.
მესამე მეოთხედში დინამოელები გააქტიურდნენ, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სოხუმელებს მეტოქესთვის მოგების შანსი არ დაუტოვებიათ.
საბოლოოდ,
,,სოხუმმა” ,,დინამო” სოლიდური სხვაობით
84:73 დაამარცხა.
გამარჯვებულებს
28 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, რომელმაც 9 მოხსნა, 6 პასი მიითვალა და ორმაგი დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა.
ორმაგი დუბლი კი სოხუმელთა რიგებში ერთბაშად
ორმა კალათბურთელმა შეასრულა: ლევან ფაცაციამ 27 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, ხოლო ვახტანგ ქადარიამ
10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
,,დინამოს”
შემადგენლობაში იყო საუკეთესო გიორგი მარხვაშვილი,
რომელმაც საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა.