სუპერლიგის მე-2
წრის მე-8 ტური გუშინ ქუთაისსა და რუსთავში დაიწყო, დღეს კი თბილისის სპორტის სასახლე
ორ შეხვედრას უმასპინძლებს. ცენტრალური თამაში ,,სოხუმსა’’ და ,,შსს აკადემიას’’ შორის
გაიმართება. მატჩის დაწყებამდე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე
ისაუბრეს.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,შსს აკადემია’’ ძალიან კარგი გუნდია და მათ ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტად ვთვლი.
ლამაზი და დაძაბული შეხვედრა იქნება, შანსები
კი ვფიქრობ აკადემიელთა სასარგებლოდ 60-40-ზეა.
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
თანაბარი შანსები გვაქვს. დარწმუნებული ვარ,
საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება. გამარჯვება გვჭირდება და საბრძოლველად ვართ
განწყობილი. ძალიან ვაფასებ ,,სოხუმს’’, სამაგალითო გუნდია და ისეთი რამ შეძლეს,რასაც
ბევრი სხვა ვერ გააკეთებდა. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ.