მეოთხედფინალური
სერიის მესამე შეხვედრა ,,შსს აკადემიასა’’ და ,,სოხუმს’’ შორის თბილისის სპორტის სასახლეში
16:00 საათზე დაიწყება. სერიაში ანგარიში თანაბარია – 1:1. მატჩის დაწყებამდე გუნდების
მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის მთავარი
მწვრთნელი): ველოდებით, რომ რთული თამაში იქნება. ,,სოხუმი’’ მებრძოლი
გუნდია, ბევრჯერ მითქვამს ეს და ყოველთვის გავიმეორებ. ჯერ არაფერია დამთავრებული,
სერიაში ანგარიში 1:1-ია და დღეს აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ხვალ კიდევ უფრო მძიმე
მატჩი გველის, თუმცა ჯერ მხოლოდ ამ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. მაქსიმალურად უნდა
გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობა, სრული სერიოზულობით ვართ განწყობილი და ვემზადებით
ამ თამაშისთვის.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): ვეთანხმები კოტეს, რომ რთული თამაში იქნება. ალბათ,
უფრო სერიოზული ბრძოლა იქნება, ვიდრე წინა თამაშში. ჩვენ დიდი ჩავარდნა გვქონდა, ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით გაგვიჭირდება, თუმცა შევეცდებით მაყურებელი ლამაზი თამაშით ვასიამოვნოთ.