სოხუმი ქუთაისთან 2:1 დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სტატისტიკა გალერეაVIDEO

ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა “სოხუმმა”
დაამტკიცა, რომ ქუთაისში მოგებული მატჩი შემთხვევითობა არ ყოფილა. მეოთხედფინალის მე-3
მატჩში სოხუმელებმა იმერული კლუბი დამაჯერებლად დაამარცხეს და სერიაში
2:1 დაწინაურდნენ. თუკი ხვალ, სერიის მორიგ მატჩშიც იმარჯვებენ, სოხუმელები ნახევარფინალში
გავლენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს
და ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, სოხუმელთა საიმედო დაცვაა. რატი ბააკაშვილმა, გამარჯვებული გუნდის გამთამაშებელმა, აღნიშნა კიდეც მატჩისშემდგომ
პრესკონფერენციაზე, რომ წარმატება
დაცვაში კარგმა თამაშმა განაპირობაო.

სწორედ დაცვის ხარჯზე იძალეს სოხუმელებმა პირველ მეოთხედში,
რომელიც “ქუთაისს” 16:6 მოუგეს. 2-წუთიანი შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა
თითქოს თამაში იპოვეს და ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ბექა ბექაურის,
ირაკლი ჩლაიძის და რატი ბააკაშვილის შედეგიანობით სოხუმელებმა 5 ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს
– 32:27.

დიდი შესვენების შემდეგ სოხუმელებმა დაცვის ხარჯზე უპირატესობა
მოიპოვეს და კვარაცხელიას გუნდის უპირატესობამ კვლავ 10-ქულიან ნიშნულს მიაღწია. ბოლო
პერიოდი სოხუმელთა 11-ქულიანი ლიდერობით დაიწყო და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ქუთაისელები
მასპინძლებს 7 ქულაზე ნაკლებით ვერ მიუახლოვდნენ.

გამარჯვებულებში საუკეთესო ბექა ბექაური გახლდათ, რომელმაც
19 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა. ირაკლი ჩლაიძემ 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო
ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 18 ქულით საუკეთესო შედეგი
გოგა ცეკვავამ აჩვენა.

სერიის მორგი, მე-4 შეხვედრა 4 მაისს, თბილისის სპორტის
სასახლეში, 14:00 საათზე გაიმართება. 
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელი(სოხუმი
მთავარი მწვრთნელი): როგორვ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვთქვი დაძაბული
თამასი გამოვიდა, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო რთული მატჩი გვექნება. მაყურებელი კიდევ უფრო
კარგ სანახაობას იხილავთ და მოვუწოდებ ყველა გულშემატკივარს მოვიდეს სპორტის სასახლეში
და ისიამოვნოს თამაშით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინიშამდე მივიდეთ. ქუთაისი
ის გუნდია რომელც იოლად არაფერს თმობს. ასევე მინდა აღვნიშნო ბექა ბექაურის კარგი თამაში, რომელიც ვფიქრობ, ნამდვილი ტალანტია. 
მედეა მხეიძე
(„ქუთაისის“ მწვრთნელი): მივულოცავ „მეტოქეს“, ნამდვილად ღისრსეული გამარჯვება
მოიპოვა და კიდევ ერთხელს დაამტკიცა რომ „სოხუმი“ გუნდურ კალათბურთს თამაშობს და ბოლო
წუთამდე იბრძვის წარმატებული შედეგისთვის. სამწუხაროდ, ეს დღეს საერთოს ეს არ შეიმჩნეოდა
ჩვენს გუნდში  და ეს ის „ქუთაისი“ არ იყო, რომელსაც
ჩვენი მაყურებლები და გულშემატკივრები იცნობენ. საბედნიეროდ, ხვალ კიდევ გვაქვს იმის
შანსი, რომ ჩვენი თამაში ვიპოვოთ და ადგილი დავიმკვიდროთ 4-ეულში.

 რატი ბააკაშვილი(სოხუმი): დაცვაში კარგი თამაშის
ხარჯზე მივაღწიეთ ამ გამარჯვებას და ყველანი ბოლომე დავიხარჯეთ. „ქუთაისის“ თამაშის
შემდეგ მწვრთნელებმა ბევრი იმუშავეს რომ ჩვენი ხარვეზები გამოგვესწორებინა და შედეგიც
სახეზეა. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მინდა აღვნიშნო რომ დღევანდელი  გამარჯვება გასახდელშივე დავიწყებას მივეცით. უკვე
ხვალინდელ დღეზე ვფქირობთ და ვეცდებით გავინაღდოთ ნახევარფინალის საგზური.