სუპერლიგის მე-12 ტური გრძელდება. ”დინამოსა” და ”ქუთაისის” შემდეგ ერთმანეთს ”სოხუმი” და ”მგზავრები-არმია” დაუპირისპირდებიან.
თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ფავორიტ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენ რთული დღეები გვქონდა, ჩაჩიაბაი ტრავმირებულია, მაისურაძე გვაკლია. თუმცა 2 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით ”სოხუმთან” სათამაშოდ და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგამდე მივიდეთ.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ჩვენც ტრავმიანობა გვაქვს, კვეტენაძე და დვალიშვილი გვაკლია, შვანგირაძემ 3 დღეა, რაც ვარჯიში
დაიწყო. თუმცა შევეცადეთ მომზადებული ვყოფილიყავით დღეისთვის, ვფიქრობ, სუპერლიგაში ყველა გუნდს მეტნაკლებად თანაბარი შანსები აქვს და პლეი ოფში საინტერესო შეხვედრებს ვიხილავთ. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, მაყურებელს საინტერესო და ლამაზ თამაშს ვპირდებით.